მზის ნაკლებობა, სიცივე და ვირუსები გაცივებისკენ გვიბიძგებს. ეს რომ არ მოხდეს ჩართეთ თქვენს რაციონში შემდეგი პროდუქტები:
1. მაწონი - აღადგენს ნაწლავების მიკროფლორას. სასარგებლო ბაქტერების დახმარებით ადამიანი სწრაფად გამოჯანმრთელდება.
2. ნიორი - ებრძვის ინფექციებს და მავნე ბაქტერიებს. მიირთვით დღეში 1 კბილი.
3. ქათმის ბულიონი - ამცირებს ანთებას, ათხიერებს ნახველს. ხველებისა და ბრონქიტის დროს დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე.
4. ჩაი - ებრძვის ვირუსებს. შავიც და მწვანეც მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რაც სასარგებლოა ზოგადად ორგანიზმისთვის. შეიცავს იმუნიტეტის ასამაღლებელ ინტერფერონს.
5. სოკო - ორგანიზმს ლეიკოციტების წარმოქმნაში უწყობს ხელს, რაც ინფექციებს ებრძვის. ძველად სოკო ნატურალურ იმუნოსტიმულატორად ითვლებოდა.
6. ციტრუსები - C ვიტამინის დახმარებით ებრძვის გაცივებას. თუ გაყინული მარწყვი გაქვთ, მოიმზადეთ მარწყვისა და ციტრუსების სმუზი.
7. ბრიუსელის კომბოსტო -თიმუსის ჯირკვლის დამცველია. ის კი იმუნიტეტს აკონტროლებს. მიირთვით კვირაში რამდენჯერმე.
8. შვრიის ფანტელის ფაფა - მდიდარია ანთებსაწინააღმდეგო ნივთიერებებით. მისი წყალობით იარები სწრაფად შეგიხორცდებათ. თუ ანტიბიოტიკებს სვამთ, ორგანიზმს მათ სწრაფ შეთავსებაში დაეხმარება.
9. სტაფილო, გოგრა - ბეტა-კაროტინით მდიდარი პროდუქტები, აუმჯობესებენ იმუნურ უჯრედებს, ორგანიზმს ათავისუფლებენ მავნე რადიკალებისგან. დაგიცავენ გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებებისგან.
10. შავი შოკოლადი - თუთიის წყაროა. მიირთვით დიდი რაოდენობით კაკაოს და ნაკლებ შაქრის შემცველი.
იხილეთ ასევე: 6 პროდუქტი, რომელთა დახმარებით ნამდვილად გააძლიერებთ იმუნიტეტს
დიეტა იმუნიტეტისთვის: ჭამეთ ეს 20 პროდუქტი და არ იავადმყოფებთ!