ნატურალური ხაჭო სასარგებლო პროდუქტია. მთავარია, იცოდეთ მისი ცხიმიანობა.
მაგალითად, მოხუცებულმა და ჭარბწონიანმა ადამიანებმა 3 პროცენტზე მეტად ცხიმიანი არ უნდა მიირთვან. ბავშვებს 5-დან 9-პროცენტიანი ხაჭო უნდა აჭამოთ.
გახსოვდეთ, რომ თუ ცხიმიან ხაჭოს ხშირად მიირთმევთ (18-20 პროცენტი), არსებობს საფრთხე, რომ ათეროსკლეროზის კანდიდატი გახდეთ.
თუ ცხიმიანობაში გაერკვიეთ, ახლა ხარისხს მიაქციეთ ყურადღება. ზოგიერთი მწარმოებელი ხაჭოში სახამებელს ურევს.
ხარისხის დასადგენად ხაჭოზე 1 წვეთი იოდი დააწვეთეთ. თუ ის სახამებლითაა მომზადებული, გალურჯდება.
ნატურალური პროდუქტი თეთრი ფერისაა, ყვითელი - შეღებვის შედეგადაა მიღებული, ვარდისფერი - ბაქტერიების სიმრავლით.
გაუზიარეთ სტატია სხვებსაც, რათა დაიცვათ ისინი მავნე პროდუქტის შეძენისგან.