ციტრუსის არომატულ კანს, როგორც წესი, აგდებენ, მაგრამ ჩვენ გასწავლით, როგორ გამოიყენოთ მანდარინის კანი.
მკურნალობის პროფილაქტიკა
1. დისბაქტერიოზისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემების მოსაგვარებლად
გაახმეთ მანდარინის კანი. დაფქვით ან დააბლენდერეთ. უნდა მიიღოთ ნაზი ნარინჯისფერი ფხვნილი. დაუმატეთ მისი 1 ჩაის კოვზი ნებისმიერ კერძს, როგორც სასარგებლო დანამატი.
ეს რჩევა დაგეხმარებათ მეტეორიზმისა და ნაწლავების მუშაობის დარღვევის დროს. სცადეთ და დაუმატეთ ეს ფხვნილი ყავაში. საოცრად არომატულ სასმელს მიიღებთ.
2 ბრონქიტის დროს
2 სადილის კოვზ მანდარინის კანს დაუმატეთ 1,5 ჭიქა ადუღებული წყალი. გააჩერეთ ცეცხლზე 5 წუთი. გადმოდგით და გააჩერეთ 1 საათი. მიიღეთ მანდარინის წამალი 0,5 ჭიქა დღეში 3-ჯერ შემთბარი, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
3. მშრალი ხველების დროს
2 სადილის კოვზ მანდარინის კანს დაასხით 1 ჭიქა არაყი და გააჩერეთ 1 კვირა ბნელ ადგილას. გადაწურეთ. ჭიქა წყალში ჩააწვეთეთ 20 წვეთი ნაყენი და დალიეთ 3-ჯერ დღეში ჭამამდე. კანში არსებული ეთერზეთი სასწაულმოქმედია.
4. გაციებისას
1 მუჭა მანდარინის კანი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით მდუღარე წყალი, გადაიტანეთ წვრილთავიან ჭურჭელში და ისუნთქეთ ორთქლი. პროცედურიდან 1 საათი არ გახვიდეთ ქუჩაში. მანდარინში არსებული ფიტონციდები ინფექციას დაამარცხებს.
5. ტერფის სოკოს სამკურნალოდ
შეიზილეთ მანდარინის კანი ფრჩხილებში, თითებს შორის დღეში ორჯერ. სოკო გაქრება.
6. დაღლილობისა და უძილობისგან
მანდარინს კანი მოაცილეთ, მოათავსეთ ცელოფნის პაკეტში და 15 წუთის განმავლობაში ისუნთქეთ.
ეს მეთოდი ეფექტიანი თავის ტკივილის დროსაც. მოგიხსნით სტრესს და დაგეხმარებათ, მშვიდად დაიძინოთ.
7. არითმიისა და მაღალი წნევის დროს
1 ჭიქა მანდარინის კანს დაასხით 3 ლიტრი მდუღარე წყალი. წამოადუღეთ. გააჩერეთ 1 საათი. გადაწურეთ. მიიღეთ თბილი მანდარინის აბაზანა დაძინებამდე 1 საათით ადრე ყოველ მეორე დღეს.
მანდარინის კანისგან სხვადასხვა დეკორაციული ნივთის გაკეთება შეიძლება. გამოიყენეთ ის.