ხურმა - წარმოუდგენლად სასარგებლო და გემრიელი პროდუქტია. მან თითქოსდა მზის სითბო შეინარჩუნა და ცივ ზამთარში გვინაწილებს მის სხივებს.
ხურმის სასარგებლო თვისებები ორგანიზმისთვის
1. ხურმა ხელს უწყობს წონაში სწრაფ დაკლებას
დიეტოლოგები აღნიშნავენ, რომ ხურმა წონაში დაკლების მსურველებისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ტკბილია, ხურმა ძალიან დაბალკალორიულია.
დღესდღეობით დიდი პოპულარობით სარგებლობს დიეტები, რომლებშიც ხურმა ჩართულია ყოველდღიურ რაციონში. ამ პროდუქტს მოკლე დროში შეუძლია ორგანიზმის დანაყრება. რა თქმა უნდა, დიეტის დაცვის დროს სწორად უნდა იკვებოთ და ჯანსაღი ცხოვრების წესი დაიცვათ.
2. აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას
ექიმები დაჟინებით ურჩევენ ამ პროდუქტს საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევის დროს და კუჭის სხვადასხვა დაავადებისას. ხურმის ნახარშის დახმარებით ქრონიკული დიარეის მკურნალობაც არის შესაძლებელი.
სასმლის მოსამზადებლად 6 მწიფე ნაყოფს დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი. დააყენეთ 20 წუთით. დაწურეთ და მიირთვით 500 მლ სასმელი ყოველ 4 საათში ერთხელ.
3. ამაგრებს დულ-სისხლძაღვთა სისტემას
ხურმა მდიდარია კალიუმით, გლუკოზითა და ფრუქტოზით, რაც ძალიან დადებითად ზემოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე. ექიმები ჰიპერტონიკებს ურჩევენ ამ პროდუქტის მიღებას.
4. დადებითად ზემოქმედებს ნერვულ სისტემაზე
ხურმას მატონიზირებელი თვისებები გააჩნია. ის სასარგებლოა მათთვის, ვისაც უძილობა აწუხებს. ხურმა ამაღლებს იმუნიტეტს, რისი წყალობითაც ორგანიზმი ადვილად უმკლავდება სტრესებსა და ინფექციებს.