როგორ შევინახოთ სანთლის მეშვეობით საზამთრო ცოცხლად ახალ წლამდე
როგორ შევინახოთ სანთლის მეშვეობით საზამთრო ცოცხლად ახალ წლამდე
ალბათ, ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება, ვისაც საზამთრო არ უყვარს. ზოგიერთ აღმოსავლურ ქვეყანაში იმდენად უყვართ ეს ხილი, რომ საშობაოდაც ინახავენ.
მაგრამ როგორ, დაგაინტერესებთ. მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას და ახალ წელს დატკბით ცოცხალი საზამთროს გემოთი და არომატით:

შეარჩიეთ საზამთრო სწორად

მთავარია, იპოვოთ საზამთრო ნახეთქებით, ჩაღრმავებებისა და სხვა დაზიანებების გარეშე, თორემ სხვა ყველა მცდელობა ფუჭი აღმოჩნდება.

არ შეარჩიოთ შესანახად ზედმეტად დიდი ზომის ნაყოფი. ოპტიმალური იქნება დაახლოებით 4 კგ-იანი საზამთრო.

უმჯობესია, შეარჩიოთ გვიან დამწიფებული, სქელკანიანი საზამთრო.

ზედმეტად გადამწიფებული საზამთროც არ შეარჩიოთ შესანახად.


დამცავი საფარი

საზამთროს შენახვის მეთოდი, რომელზეც ახლა გიამბობთ, ინდოეთიდან მოვიდა ჩვენამდე და მისი არსი შემდგომში მდგომარეობს: საზამთრო იფარება პარაფინის ან ცვილის ფენით, რომელიც ნაყოფს იცავს გარეგანი ზემოქმედებისგან და გამოშრობისგან. ეს კი შემდეგნაირად კეთდება:
გაწმინდეთ საზამთრო მშრალი ჩვრით, არ გარეცხოთ;

გაადნეთ პარაფინი ან ცვილი წყლის აბაზანაზე. თუ მასალა ვერ შეიძინეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი სანთლები.რა თქმა უნდა, წინასწარ მოაწილეთ ფითილი და დაანაწევრეთ.

ოდნავ შეაგრილეთ გამდნარი მასა და შემდეგ თნაბრად გაანაწილეთ საზათროზე მთლიანად. საფარის სისქე მინიმუმ 0,5 ს. უნდა იყოს - ასე რომ იქამდე, ასხით, სანამ ასეთ სქელ ფენას არ მიიღებთ.
აცალეთ პარაფინს რომ გაშრეს.

შენახვა
პარაფინით დაფარული საზამთრო უნდა შეინახოთ მშრალ, ბნელ და გრილ ადგილას. საუკეთესო იქნება, თუკი მას ჩალით ან გაზეთებით სავსე ყუთში მოათავსებთ და ისე შეინახავთ.
დაჭრამდე, რა თქმა უნდა, აუცილებელია გაასუფთავოთ საზამთრო პარაფინის საფარისგან და კარგად გარეცხოთ.












კომენტარები (3)
SS
მარკეტებში წელიწადში 12 თვის განმავლობაში "ნონსტოპ" გაყიდვაშია საზამთრო, მარწყვი, ლეღვი და ყველაფერი. :DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
mancho38
))))) საზამთროსგან ისე ვარ შეშინებული უკვე 2 წელია არ მივირთმევ ზამთრისთვის შევინახო?! ))))
დათო
კი მაგრამ ,,გაადნეთ პარაფინი ან ცვილი წყლის აბაზანაზე" წერეთ გარკვევით წყლის აბაზანაზე გადნობა როგორღა ხდება.?
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
რისთვისაა საჭირო გამაფხვიერებელი და რითი ჩავანაცვლოთ იგი?
13:08 / 25-05-2018
გამაფხვიერებლით ცომი ერთგვაროვანი, ჰაეროვანი და ნაზი ხდება. თუმცა მისი ჩანაცვლებაც მარტივად შეიძლება.
სწრაფი რეცეპტები ხორცპროდუქტებისგან და სასმელი, რომელიც სხვადასხვა სახეობის სოსისს უხდება
10:07 / 25-05-2018
ჩვენს დროში დღითი დღე იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც სულ უფრო ნაკლები დრო რჩება სამზარეულოში ტრიალისთვის. სწორედ ამიტომაც სარგებლობს უდიდესი პოპულარობით ნახევრად მზა საკვები.
ბავარიული სოსისი გრილზე
12:47 / 24-05-2018
ეს კერძი იდეალურია ბარბექიუსთვის, მაგრამ სამზარეულოშიც გამოგივათ, თუ გაქვთ გრილი ან მიკროტალღური ღუმელი - გრილის ფუნქციით.
კარგი საზამთროს 8 ნიშანი: რჩევები, რომლებიც ამ ზაფხულს ნამდვილად გამოგადგებათ
15:11 / 23-05-2018
საზამთრო – ზაფხულის განუყოფელი ატრიბუტია. ეს დიდი ბაღჩეული მცენარე ერთნაირად უყვართ როგორც ბავშვებს, ასევე უფროსებს.
მჭადი მექსიკურად
14:41 / 23-05-2018
გამოაცხვეთ მჭადი განსხვავებული არომატით.
საქონლის სოსისი ბეკონით
12:52 / 23-05-2018
შეგიძლიათ მიირთვათ პიურესთან ან სალათის ფურცლებთან ერთად. უხდება ლუდი.
რითი ჩავანაცვლოთ ყავა - 10 ალტერნატივა
12:58 / 21-05-2018
ყავა და ჩაი ყველას საყვარელი სასმელია, მაგრამ თუ გსურთ, გქონდეთ ქათქათა კბილები, ლამაზი თმა და არ იტანჯებოდეთ ანემიით, ნეიტრალურ სასმელებზე უნდა გადახვიდეთ.
იტალიური ნიოკი პომიდორი ჩერით, ბადრიჯნითა და ძეხვით
10:38 / 21-05-2018
თუ თავს გურმანად მიიჩნევთ, ეს კერძი უნდა გასინჯოთ.
სრული სიმართლე გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე
10:04 / 18-05-2018
გენმოდიფიცირებული პროდუქტების შესახებ ყველას გვსმენია, მაგრამ ვიცით, რეალურად რა საშიშროებას წარმოადგენს ის ჩვენი ჯანმრთელობისთვის?..
ქართული ალუბლის წვნიანი - "ჭრიანტელი"
12:46 / 17-05-2018
დიდი ალბათობით, შესაძლოა, ჯერ არ გაგისინჯავთ. აუცილებლად სცადეთ ეს რეცეპტი.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი