ყველაზე ხშირად რას ხეხავთ სახეხზე, სტაფილოს და ყველს? აღმოჩნდა, რომ სახეხს უფრო ფართო გამოყენება აქვს, აი, კიდევ რისი გახეხვა შეიძლება...
1. შოკოლადი
გახეხილი შოკოლადი შეიძლება მოაყაროთ ტორტს, დესერტს, ჩისქეიქს, ყავას. გარდა ამისა, გახეხვის შემდეგ უფრო ადვილად გააკეთებთ განეშს ან კრემს. შოკოლადი ადვილად იხეხება. მთავარია, პატარა ნატეხები აიღოთ.
2. მოხარშული კვერცხი
სალათა რომ გემრიელი გამოგივიდეთ, უმჯობესია, არა წვრილად დაჭრილი, არამედ გახეხილი კვერცხი გამოიყენოთ. ამასთანავე, გარნირის მაგივრობასაც გაგიწევთ, მაგალითად, ბრინჯის ფაფისთვის ან ბუტერბროდისთვის - კარაქ/ზეთ/არაჟან გადარეული პურზე გადაუსვით.
3. პური
გაგიკვირდათ? ამ მეთოდს ხშირად გამოიყენებთ. დარჩენილი პურის ნაჭრები საყინულეში გაყინეთ და გახეხეთ, რათა საფანელივით გამოიყენოთ.
4. კარაქი
თუ რეცეპტში დამდნარი კარაქის გამოყენებას გთავაზობენ, იგი გახეხეთ. ამით უფრო ნაზ გემოს და ელასტიკურ სტრუქტურას მიიღებთ.
5. ყვავილოვანი კომბოსტო
ისიც შეგიძლიათ გახეხოთ, ეს აუცილებელიც კია. თუ ჯანსაღი კვების მომხრე ხართ, მოწალული ყვავილოვანი კომბოსტო ქაღალდის ხელსახოცით შეაშრეთ, გახეხეთ და სალათებში ბრინჯის ნაცვლად გამოიყენეთ.
6. ნიორი
თუ სანაყი არ გაქვთ, გახეხვა წვრილად დაჭრას ჯობია.
7. კარტოფილი
მაჭკატებისა და ომლეტების გასაკეთებლად გახეხილი კარტოფილი განსაკუთრებით გამოსადეგია.
8. სტაფილო
მას ალბათ იყენებთ, მაგრამ გვინდა ერთი საიდუმლო გაგიმხილოთ: თუ თქვენს ბავშვებს წვნიანში მოხარშული სტაფილოების ჭამა არ მოსწონთ, გახეხეთ. სასარგებლო თვისებები წვნიანში გადავა, თავად კი თითქმის შეუმჩნეველი დარჩება.
9. კომბოსტო
წვრილად დაჭრილი კომბოსტო შეგიძლიათ გახეხილით ჩაანაცვლოთ და სალათებსა და წვნიანებში გამოიყენოთ.
10. ჯანჯაფილი
უმჯობესია წვრილ სახეხზე გახეხოთ, სალათებსა და ჩაიში წვრილად გახეხილი გესაჭიროებათ, რათა წვენი უკეთესად გამოუშვას.
11. თალგამი
და ბოლოკიც სალათებისთვის უმჯობესია გახეხოთ.
12. კიტრი
არასტანდარტული მეთოდია, მაგრამ გახეხილი კიტრი ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს უამრავი კერძის მთავარი ინგრედიენტია. ძალიან გემრიელია კიტრის ხუმუსის სენდვიჩი.