ყავის 6 რეცეპტი, რომლის გამოც გაღვიძება გაგიხარდებათ
ყავის 6 რეცეპტი, რომლის გამოც გაღვიძება გაგიხარდებათ
არომატულ, ახალმოხარშულ ყავას შეუძლია მთელი დღე აგავსოთ ენერგიით  და აგიმაღლოთ განწყობილება. საუზმე და არა მხოლოდ ის, ბევრად სასიამოვნო და გემრიელი ხდება, როცა მას ამ სასმლით ვავსებთ.
მაგრამ თუკი უკვე მოგბეზრდათ ყოველ დილით ერთი და იგივე, ხსნადი თუ ნალექიანი ყავის დალევა, ჩაინიშნეთ ეს 6 რეცეპტი და მოიმზადეთ დილის არაჩვეულებრივი ყავა.

ყავა
"ოფლამერონი" (1901 წლის რეცეპტი
)

ინგრედიენტები (1 ულუფისთვის):
1 ჩაის კოვზი ყავა (მწარე სახეობა, წვრილად დაფქული)
1 სუფრის კოვზი ნახევრად მშრალი შამპანური;
100 მლ (ნახევარი ჭიქა) წყალი;
მწიკვი ვანილი.

მომზადების წესი:

გახსენით ცოტაოდენ წყალში ვანილი. ჩაასხით ჯეზვეში წყალი. ჩაის კოვზი ჩაყავით ვანილიან ხსნარში და ამ კოვზითვე ამოიღეთ ყავა. ჩაყარეთ ყავა ჯეზვეში და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე. როგორც კი ქაფს მოიდებს, დაუმატეთ ყავაში შამპანური. გააჩერეთ ჯეზვე ცეცხლზე იქამდე, სანამ სქელ ქაფს არ მოიდებს, ახლა კი შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ყავა მზად არის. სასმელი პატარა ფინჯნით უნდა მიირთვათ.
"მაგიური ყავა"


ინგრედიენტები (1 ულუფისთვის):

1 ფინჯანი მოხარშული ყავა;
1 ჩაის კოვზი დარიჩინი;
1/2 ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი;
2 ჩაის კოვზი შედედებული რძე ("სგუშონი")
1 ჩაის კოვზი კაკაო;
1 ჩაის კოვზი დაფქული ნუში.

მომზადების წესი:

მოხარშეთ ყავა, პროცესის დროს დაუმატეთ დარიჩინი და მუსკატის კაკალი. ერთმანეთში კარგად აურიეთ შედედებული რძე და კაკაო. ფინჯანში ჩაასხით ნახევარი მოხარშული ყავა, ჩადეთ მასშივე შედედებული რძისა და კაკაოს მასა და აურიეთ. დარჩენილი ყავით შეავსეთ ფინჯანი. ზემოდან მოაყარეთ დანაყული ნუში და მიირთვით.

ყავა აღმოსავლურად შოკოლადით


ინგრედიენტები (1 ულუფისთვის)

20-25 გრ მარცვლის ყავა;
50 გრ მწარე შოკოლადი;
100 გრ ნაყინი;
1/2 ლიმონი;
1/4 ჩაის კოვზი მარილი;
შაქარი.

მომზადების წესი:

გახეხეთ შოკოლადი. დაჭერით ლიმონი მრგვალ, თხელ ნაჭრებად. ჯეზვეში ჩაყარეთ დაფქული ყავა და შაქარი, კარგად აურიეთ და დაასხით მდუღარე წყალი. დაუმატეთ მარილი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ჩაასხით ერთი ჩაის კოვზი წყალი და გაანაწილეთ ფინჯნებში. დაუმატეთ რამდენიმე ჩაის კოვზი ნაყინი. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი და დაადეთ ერთი ნაჭერი ლიმონი.

ყავა "დონ ჟუანი"


ინგრედიენტები (ერთი ულუფისთვის):

1 ფინჯანი მოხარშული ყავა;
1 სუფრის კოვზი მუქი რომი;
1 სუფრის კოვზი ყავის ლიქიორი;
2 სუფრის კოვზი ნაღები;
2 ჩაის კოვზი გახეხილი შოკოლადი.

მომზადების წესი:

ჩაასხით ბოკალში რომი და მოუკიდეთ ცეცხლი. ატრიალეთ ანთებულსითხიანი ბოკალი რამდენიმე წამის განმავლობაში. შემდეგ ჩაასხით ლიქიორი, მერე კი ცხელი ყავა. ფრთხილად, ჩაის კოვზის ტარით ჩაასხით ნაღები ისე, რომ ის სასმლის ზემოთ დარჩეს. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი და მიირთვით.

ყავა შვეიცარიულად ყინულით


ინგრედიენტები (ერთი ულუფისთვის):

1 ფინჯანი ახალმოხარშული ყავა;
1/3 ფილა შავი შოკოლადი;
1 სუფრის კოვზი სქელი ნაღები (30%-იანი ან მეტი ცხიმით);
1/4 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი;
ყინული;

მომზადების წესი:

წინასწარ მოხარშული ყავა გაწურეთ და გააგრილეთ. პატარა ქვაბი ნახევრად გაავსეთ წყლით და დადგით ცეცხლზე. ჯამში დაამტვრიეთ შოკოლადი. როგორც კი ქვაბში წყალი ადუღდება, დადგით შოკოლადიანი ჯამი ორთქლზე. გაადნეთ წყლის აბაზანაზე შოკოლადი და გადმოდგით ცეცხლიდან. შეურიეთ დაფქული დარიჩინი და ცხელი შოკოლადი ყავაში, გააგრილეთ. ათქვიფეთ ნაღები ღრუბელივით. სქელკედლიან ბოკალში ჩააგდეთ რამდენიმე ყინულის კუბი, დაასხით შოკოლადიანი ყავა და ზემოდან მორთეთ ათქვეფილი ნაღებით. ბოლოს მოაყარეთ დაფქული დარიჩინი და მიირთვით.
შვედური ყავა


ინგრედიენტები (ერთი ულუფისთვის):

60 გრ დაფქული ყავა;
400 გრ წყალი;
1 კვერცხის გული;
რომი;
4 ჩაის კოვზი შაქარი.
ნაღები.

მომზადების წესი:

მოხარშეთ ყავა, გაანაწილეთ ფინჯნებში და დააცადეთ, რომ გაგრილდეს. დაუმატეთ შაქართან ერთად ათქვეფილი კვერცხის ცილა და რომი. ნაღები სუფრასთან მიიტანეთ ცალკე და დაუმატეთ გემოვნებით.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
თამთა
ბოლო რეცეპტში კვერცხის გული წერია ინგრედიენტებში და კვერცხის ცილა - დამზადების წესში...
13:51 / 15-07-2016
გამოხმაურება / 0 /
სალო
ვეთანხმები დეას. ჩვეულებრივ, დილას სამსახურში გავრბივარ და იქ ვსვამ ყავას.
19:45 / 08-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30