ზაფხულის მოსვლასთან და ტემპერატურის მატებასთან ერთად, ჩვენი სხეული მეტ სითხეს გამოჰყოფს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ სამოსზე შესაძლოა, გაჩნდეს ოფლის ყვითელი ლაქები, რომელთა მოშორებაც მარტივი არ არის.
თუ ეს პრობლემა შენთვის ცნობილია, გამოიყენე მარტივი რეცეპტი, რომელიც აუცილებლად მოაცილებს ოფლისგან გაჩენილ ლაქებს შენს საყვარელ მაისურს.
დაგჭირდება:
1 ჩაის კოვზი ჭურჭლის სარეცხი სითხე;
3-4 ჩაის კოვზი წყალბადის ზეჟანგი ("პერეკისი");
2 სუფრის კოვზი სოდა.
გამოყენება:
ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიე და კარგად შეაზილე ლაქიან ადგილს. ცოტა ხანს გააჩერე და შემდეგ გაავლე. შედეგი მართლაც გაგაოცებს!
ასევე იხილეთ:
შენი ხელით მომზადებული ლაქების ამომყვანი სპრეი
იცოდით, რომ კბილის პასტა უნივერსალური მწმენდავია?