იმისათვის, რომ ახალი წელი იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე გასული, დაიწყე ის ახალი ცოდნით და სასარგებლო რჩევებით.
ეს 13 ხრიკი ბევრ ისეთ წვრილმან პრობლემას მოგაგვარებინებს, რომელიც ხანდახან დიდ უხერხულობას გიქმნის.
ისარგებლე ამ რჩევებით და 2017 წელი ნამდვილად იქნება წინა წელზე მარტივი და უკეთესი!
1. როცა ტელეფონი გიჯდება, ჩართე ის თვითმფრინავის რეჟიმზე – არსებითად დაზოგავ ელემენტებს.
2. დაზოგე ფული: ჩაყარე წვრილი ფული, მორჩენილი ხურდა სპეციალურ ყულაბაში. შენ ხომ დიდი ხანია გინდოდა ამის გაკეთება!
3. თუ უკნიდან კისერზე ცოტაოდენ დეზოდორს შეისხამ, ფენით თმის გაშრობისას ძალიან არ დაგცხება.
4. როცა დილით არ გაქვს დრო თავის დასაბანად, გაიხსენე მშრალი შამპუნის შესახებ. წაისვი ის საღამოს თმაზე და დილით აღარ იჩქარებ.
5. საპარსი კრემი შესანიშნავი თმის კონდიციონერიც არის! სცადე და ნახავ, როგორ შეიძლება დაზოგო ფული კოსმეტიკაზე.
6. ნუღარ ისარგებლებ მტვრიანი კლავიატურით – შეიძინე სპეციალური ლენტა, რომელიც ჯდება კლავიშებს შორის და კლავიატურას სისუფთავეს უნარჩუნებს.
7. დაზოგე ადგილი გარდერობში – დაკიდე ორ სართულად ტანსაცმელი. როგორ? ერთ საკიდზე მეორე საკიდი ჩამოჰკიდე.
8. კბილის პასტისგან გაჩენილ ლაქებს ნიჟარას მარტივად მოაცილებ ჭურჭლის სარეცხი სითხით.
9. იმისათვის, რომ საყურეები არ დაგეფანტოს, შეაერთე ისინი "ბულავკით".
10. თუ ბევრი გასაღების ასხმა გაქვს, მათ გარჩევაში ფრჩხილის ლაქი დაგეხმარება. შეღებე ისინი სხვადასხვაფრად, რომ მარტივად იპოვო საჭირო გასაღები.
11. იმისათვის, რომ მჭიდრო ფეხსაცმელი გაწიო, ჩაიცვი ისინი თბილ წინდებზე და გარედან ფენის ცხელი ჭავლი მიუშვი. ფეხსაცმლის ზომა შეიცვლება!
12. იმისათვის, რომ მაღვიძარას დარეკვისთანავე გაიღვიძო, დადე ის საწოლიდან მოშორებით. მარტივი ხრიკია, მაგრამ ეფექტურად მუშაობს!
13. კარგი რჩევა კარადის წესრიგში მოყვანისთვის: ახალ წელს გადააწყვე ის ნივთები, რომლებიც ბევრჯერ გეცვა. წლის ბოლოს ნახე, რომელი მათგანისთვის არ გიხლია ხელი და გადაყარე დაუნანებლად!