ეს პრაქტიკული და მარტივი მეთოდი თქვენი უთოს დამწვარ ზედაპირს მომენტალურად გაასუფთავებს
ეს პრაქტიკული და მარტივი მეთოდი თქვენი უთოს დამწვარ ზედაპირს მომენტალურად გაასუფთავებს
დიასახლისებისთვის კარგად ნაცნობია, როცა უთოს ძირი მიეწვება. ყველამ კარგად ვიცით, როგორი სასჯელია ამ დროს უთოობა. მოულოდნელად გაჩენილი ლაქა, გაფუჭებული ტანსაცმელი და უსიამოვნო სუნი...
ეს არცერთ ჩვენგანს არ გვჭირდება. მიჰყევით ჩვენს რჩევებს და ეს პრობლემა აღარასოდეს შეგაწუხებთ. ამოირჩიეთ მეთოდი, რომელიც უფრო მარტივად მოგეჩვენებათ და შეუდექით საქმეს.

მარილი უთოს ზედაპირის გასაწმენდად


1. საუთოებელ
მაგიდაზე დააფინეთ ბამბის ქსოვილი ან პირსახოცი – ისეთი რამ, რისი გადაგდებაც არ დაგენანებათ.

















2. ქსოვილზე დაყარეთ ერთი სუფრის კოვზი მსხვილად დაფქული მარილი. განსაკუთრებით ეფექტურია ზღვის მარილი.




















3. ჩართეთ უთო მაქსიმალურ ტემპერატურაზე, მთლიანად გამოუშვით ორთქლი.



















4. აუთოეთ მარილმოყრილი ქსოვილი ძლიერი დაწოლის გარეშე და რამდენიმე წუთში დატკბით შედეგით. უთოს ზედაპირი სარკესავით ბზინვარე იქნება.

















მარილისა და ძმრის ნარევი

1. ძმარი და მარილი თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს და დადგით საშუალო ცეცხლზე, სანამ მარილი სრულიად არ გაიხსნება. ძმარი არ უნდა ადუღდეს. სუნი, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ იქნება, მაგრამ ამ ხსნარით გაწმენდილი უთოს ზედაპირი ამად ღირს.
















2. გააგრილეთ მიღებული ხსნარი იქამდე, რომ თითებს არ წვავდეს. უმჯობესია, რეზინის ხელთათმანებით დაიცვათ ხელები. ძველი ჩვარი დაასველეთ ხსნარში და ფაქიზად გაწმინდეთ უთოს ზედაპირი.


















3. ამის შემდეგ გაწმინდეთ ზედაპირი სუფთა ჩვრით. ახლა ჩართეთ უთო და ზედაპირის საბოლოოდ გაწმენდისთვის გააუთოეთ ძველი ქსოვილი.
















ქიმიური საწმენდი საშუალებები


1. მთლიანად დაცალეთ წყლისგან უთო.
















2. ჩართეთ უთო ბამბის ქსოვილის უთოობის რეჟიმზე.



















3. აიღეთ სქელი ბამბის ქსოვილი, დააფინეთ საუთოებელ მაგიდაზე და ზედ დაასხით უთოს ზედაპირის გასაწმენდი სითხე რეკომენდებული რაოდენობით. უთოს გამწმენდი საშუალებები სხვადასხვაგვარია: ზოგიერთი მათგანი უნდა დაესხას ქსოვილზე, ხოლო ზოგი – პირდაპირ უთოს ზედაპირზე.


















4. ქსოვილი აუთოეთ წრიული მოძრაობებით, შემდეგ გამორთეთ და დაელოდეთ უთოს გაგრილებას. შეამოწმეთ ორთქლის გამოსაშვები ნაპრალების სისუფთავე და აუცილებლობის შემთხვევაში გაასუფთავეთ დარჩენილი საწმენდი საშუალებებისგან ყველა ნაპრალი.



















როგორ გავწმინდოთ ორთქლის გამოსაშვები ნაპრალები


1. ნაპრალები მარტივად გაიწმინდება ძმრისა და მარილის ხსნარში დასველებული ყურის საწმენდი ჩხირით. შემდეგ კი სუფთა ჩხირით მოაშორეთ ძმრიანი სითხე.









































უთოს ზედაპირის გაწმენდის სხვა მეთოდები


1. ერთ-ერთი პოპულარული მეთოდია – უთოს ზედაპირის სოდით გაწმენდა. გახსენით სოდა წყალში პასტის კონსისტენციის მიღებამდე. მიღებული მასა წაუსვით ჩვარზე და გაუსვით მასზე უთო. შემდეგ გაწმინდეთ ზედაპირი სუფთა ჩვრით.












































2. თანაბარი რაოდენობით წყლისა და ძმრის ხსნარი ჩაასხით უთოს რეზერვუარში, შემდეგ გააცხელეთ უთო. რამდენიმე წუთის განმავლობაში აუთოეთ ძველი ბამბის ქსოვილი. ამის შემდეგ დაცალეთ რეზერვუარი ხსნარისგან, ზედაპირი კი სუფთა პირსახოცით გაწმინდეთ.















3. ცოტაოდენი კბილის პასტა წაუსვით უთოს ზედაპირზე, განსაკუთრებით, ჭუჭყიან ადგილებზე. შემდეგ გაწმინდეთ სუფთა ჩვრით. ჩართეთ უთო, გააცხელეთ და გააუთოეთ ძველი ქსოვილი.

კომენტარები (8)
ლალი
მარილი მართლაც არ შველის
ნინო
ეხლა გავწმინდე ჩემი უთო, რომელსაც საშინელი ნადები ქონდა, კბილის პასტით და გადასარევად გააპრიალა, ოღონდ პასტა რომ წავუსვი შემდეგ გავაცხელე უთო ცოტათი და მოვაშორე პასტა სველი ტილოთი. არაჩვეულებრივი რამ მასწავლეთ :)
;) hhh
თუ გინდათ რომ უთოს ნაპრალები არგაიბიდნოს. გაუთოვების შემდეგ უთოში წყალი არასოდეს არდატოვოთ. (მოკლეთ იმდენი წყალი უნდა ჩასხათ რომ გაუთოვების შემდეგ აღარ დარჩეს) რატომ იკიდებს ნალექს უთო? ;) იმიტომ რომ უთოში დარჩენილი წყალი ილექება ;) რატომ ილექება? ;) იმიტომ რომ უთო ცხელია ;) ხოლო იმის გამო რომ უთო ცხელია უთოში არსებული წყალიც ცხელდება ძალა-უნებურად. მოკლეთ ცხლი წყალი ილექება.
ლალი
მე ასე ვაცილებ უთოს ნამწვს. ვასველებ ზედაპირს,ვაყრი საჭმლის მარილს(არა სუფრის),შემდეგ ვწმინდავ სინის ბურბუშელით.სინი ხარიასხიანი უნდა იყოს და ძალის დატანება არ არის საჭირო.მშვენივრად იწმინდება.
Nანა
270 ევროიანი უტო მაქVს ,მაგრამ მაიNც იგივე დაემარტა,ამ უტოზე მარილს Vერ მივაკარებ ცერემიკაა დამიხაზავს,მაგრამ ისე სხვა უტოსტვია ხსჰირად გამომიკენების რვეულის პურცელზე Dაკრიკრილი ხორხოსა მარილი და ცხელი უტო Dამიტრიალებია ზედ ,დზაან ეოეკტურია

ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
 ნახე, რა შეუძლია კარტოფილის საფცქვნელს! 10 მოულოდნელი გამოყენება
14:58 / 23-06-2018
კარტოფილის საფცქვნელი ყველას აქვს სამზარეულოში და ის ძალიან საჭირო ნივთია.კარტოფილის ქერქის მოცილების გარდა, მისი გამოყენება კიდევ ბევრნაირადაა შესაძლებელი.
როგორ გადავაკეთოთ ძველი ჯინსი მოდურ ზურგჩანთად (+ვიდეოგაკვეთილი)
13:17 / 23-06-2018
ძველი ნივთებისგან რომ ახალი და მოდური აქსესუარების გაკეთებაა შესაძლებელი, ბევრმა იცის და შესაბამისად არასოდეს ყრის მოდიდან გასულ, ან უკვე გაცვეთილ სამოსს.
ნუ გადაყრით ძველ ქილებს - მათგან უამრავი საჭირო ნივთის დამზადებას შეძლებთ!
11:24 / 23-06-2018
რკინის ქილების გადაყრას ნუ იჩქარებთ, მათგან ორიგინალური და რაც მთავარია, გამოსადეგი ნივთების დამზადება შეიძლება, რაც ინტერიერსაც გაგილამაზებთ და შინ წესრიგსაც დაგიმყარებთ.
11 ლაიფჰაკი: როგორ მოვასწროთ მეტი საქმე იგივე დროში
11:50 / 21-06-2018
თანამედროვე ცხოვრებაში დროის უკმარისობას ყველა განიცდის. ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ, მეტის გაკეთება მოასწროთ ცოტა დროში.
„ვაკეთებთ იმას, რაზეც ხელნაკეთი ნივთების გამოცდილი სპეციალისტები უარს ამბობენ“, - „ზოლების“ გოგონების გამორჩეული პროდუქცია და მათი რჩევები
11:19 / 19-06-2018
ნიკალას შემოქმედება ჭიქებზე, ყელსაბამად ქცეული გალაქტიკა, ჭიქიდან კოვზამდე აფრენილი ალის ნინო - ეს ნათია ხაჩიძისა და მედეა ზაქარაიას კოლექციის მხოლოდ მცირე და გამორჩეული ნაწილია.
20 პრაქტიკული რჩევა ბებოსგან, რომელიც სამზარეულოში ძალიან გამოგადგებათ
11:09 / 16-06-2018
1. ბრინჯმა სითეთრე რომ შეინარჩუნოს, ხარშვის დროს ცოტაოდენი ძმარი დაუმატეთ.
ამ 6 ნივთის განსხვავებული დანიშნულებით გამოყენება მთელ დღეს გაგიმარტივებთ
12:18 / 13-06-2018
ჩვენ ირგვლივ ყველა ნივთს საკუთარი დანიშნულება აქვს, თუმცა რა საჭიროა, ზედმიწევნით დავიცვათ მათი გამოყენების ინსტრუქცია?
როგორ ავიცილოთ თავიდან სახლში ობი და რა გავაკეთოთ, თუ ის უკვე გაჩნდა?
12:07 / 12-06-2018
შავი ლაქები ნესტიან კედლებზე - თქვენი სახლის მთავარი მტერია!
ამ მეთოდით ყველაზე ძველი და ცხიმმიმწვარი ტაფის გაახლებაც შესაძლებელია
12:20 / 07-06-2018
დარწმუნებულები ვართ, ეს მეთოდი ბევრ დიასახლისს გაუადვილებს საქმეს და სხვებსაც გაუზიარებს.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი