ხელსაქმე, ე.წ. კრაფტი ძალიან მოთხოვნადი და საინტერესო აქტივობა გახდა როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე უფროსი თაობისთვის. "არტი და კრაფტის" კრაფტერების გუნდი მუდმივად ახალ ვიდეოგაკვეთილებს სთავაზობს მათ, ვისაც აინტერესებს ხელსაქმე.
ამ ვიდეოგაკვეთილში ნაჩვენებია მინიატურული ხის სახლის კეთების პროცესი. მხოლოდ ხის ჩხირები, სილიკონის წებო და დეკორატიული აქსესუარები დაგჭირდებათ.