ხელსაქმე
სასიამოვნო და სახალისო ხელსაქმე სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ - აი, 5 მეთოდი
სასიამოვნო და სახალისო ხელსაქმე სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ - აი, 5 მეთოდი
კონფლიქტი, დამღლელი სამუშაო დღე, ისტორიები უბედური შემთხვევების შესახებ - ეს იმ მიზეზთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სტრესს იწვევს. გაცილებით უფრო ვრცელია სტრესის დაძლევის საშუალებათა ნუსხა, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ.
სტრესი ხომ ემოციურად გვფიტავს, იწვევს დეპრესიას, ცხოვრების მიმართ ინტერესს ვკარგავთ... ამიტომ საჭიროა, დროულად აღმოვაჩინოთ საკუთარ თავში ფარულად შემოპარული „მხეცი“ და ძალიან მარტივი,
უბრალო ხერხებით ვებრძოლოთ მას:

1. ქსოვა


ჩხირებით, ყაისნაღით ქსოვას საუკუნოვანი ისტორია აქვს და გასაკვირი არაა, დღემდე რომ ასეთი პოპულარობით სარგებლობს. გარდა იმისა, რომ ავარჯიშებს გონებას, ქსოვა ემოციების მართვის საუკეთესო ხერხადაც ითვლება, ხსნის დაძაბულობას და ზოგჯერ ფიზიკურ ტკივილებსაც ამსუბუქებს.

2. ასაწყობები (ფაზლები)


აღიარებულია, რომ ასაწყობი ხელსაქმე ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს განწყობას და გავსებთ ახალი ენერგიით.

3. ბისერებით მუშაობა


გიღვიძებთ შემოქმედებითობის უნარს, გიცოცხლებთ ფანტაზიას. საკუთარი შემოქმედება კარგ განწყობაზე გაყენებთ და გიხსნით გადაღლას.

4. ქარგვა


ქარგვა არც შრომატევადია და არც დამღლელი, თუმცა ძალიან საინტერესო პროცესია და ყოველთვის დადებით ემოციებთანაა დაკავშირებული. მნიშვნელოვანია, სწორად შევარჩიოთ საქარგავი მასალა. უმჯობესია, გამოიყენოთ მრავალფეროვანი ძაფები. ეს უფრო მეტად შემოქმედებითს გაგხდით.

5. კერვა


ეს ერთი შეხედვით რთული საქმეა, თუმცა წინასწარ ამოჭრილი თარგი ყველაფერს ამარტივებს და პროცესიც ყოველგვარი დაღლილობისგან გათავისუფლებთ.




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31