როდესაც შენი ხელით ქმნი და შედეგით კმაყოფილი ხარ, პოზიტიურად იმუხტები.
ეს ის შემთხვევაა, ქალბატონებო, როცა მსგავსი ტიპის საყურის დასამზადებლად მხოლოდ 3 წუთი დაგჭირდებათ. ამისთვის კი აუცილებელია, შემდეგი ნივთები მოიმარაგოთ: პატარა გახვრეტილი ბურთულები (12 მმ), სწორი ჩხირები და პაწაწინა დამაკავშირებელი რგოლი, რომელიც მიმაგრებაში დაგეხმარებათ. გაფორმებას როგორს აარჩევთ, ეს თქვენი ნებაა.
არ დაგავიწყდეთ ოქროსფერი ჯაჭვი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია. დააკვირდით მის ზომას, რადგან სამი წყვილი დაგჭირდებათ. ვიდეოში დეტალურადაა აღწერილი, თუ რა სახის დამხმარე ნივთები უნდა მოიძიოთ. თუ ინსტრუქციას სწორად მიჰყვებით, ლამაზი ხელნაკეთი საყურით შეგიძლიათ თქვენი ახლობლებიც გაახაროთ.