ჩვენ ირგვლივ ყველა ნივთს საკუთარი დანიშნულება აქვს, თუმცა რა საჭიროა, ზედმიწევნით დავიცვათ მათი გამოყენების ინსტრუქცია?
ხომ შეგვიძლია, განსხვავებული ფუნქციით გამოვიყენოთ ნივთები და ასე გავიმარტივოთ დღე. თუ ერთხელ მაინც სცდით, საშლელით გაწმინდოთ მობილურის კამერა, მერწმუნეთ, ეს თქვენს ყოველდღიურობად იქცევა.
ასევე შეგიძლიათ:
1. გაწმინდოთ კომპიუტერის კლავიატურა ფურცლით
2. ერთმანეთში არეული სადენები მოათავსეთ ტუალეტის ქაღალდის მუყაოებში.
3. თუ ყველის დანას ვერ პოულობთ, მისი დაჭრა სათლელითაც შეგიძლიათ.
4. ჩიფსის კოლოფით მობილურის სადგამის მოწყობაც შეიძლება.
5. თუ დრელეს თავზე ჯაგრისს დაამაგრებთ, მტვრის საწინააღმდეგო საუკეთესო იარაღს მიიღებთ.