ზაფხულის სიცხეებით შეწუხებულებს ოთახში ჰაერის ტემპერატურის დასაწევად სასარგებლო რჩევებს ვთავაზობთ.
ყინული
ვენტილატორის წინ დადეთ პლასტიკური ბოთლები გაყინული წყლით. 5-10 წუთში ოთახში ტემპერატურა დაიწევს.
თუ ვენტილატორი არ გაქვთ, პლასტიკურ ბოთლში გაყინული წყალი კი გააგრილებს ოთახს, მაგრამ არა ისე სწრაფად, როგორც პირველ შემთხვევაში.
დატენიანება
პულველიზატორიან ბოთლში ჩაასხით წყალი და პერიოდულად გააფრქვიეთ ჰაერში. თუმცა, ნუ გადააჭარბებთ, ოთახში ობი რომ არ გააჩინოთ.
ფარდები
ფანჯრებზე ჩამოაფარეთ ისეთი ფარდები, რომლებიც ოთახში მზის სხივებს არ შემოუშვებს. პერიოდულად კი მათაც შეასხურეთ ცივი წყალი.
გაყინული ტექსტილი
გაყინეთ პირსახოცი, ზეწარი და ჩამოკიდეთ ოთახში. სანამ ისინი "გათბებიან", ოთახი გაგრილდება.
სველი დალაგება
ცხელ დღეებში ხშირად მოწმინდეთ იატაკი სველი ტილოთი. აგრეთვე, თაროები, კარებისა და ფანჯრების რაფები.
გრილი არომათერაპია
ოთახში დადგით წყლით სავსე თასები და მათში 2-3 წვეთი ეთერზეთი (პიტნა, ლავანდა, ფორთოხალი, ჟასმინი) ჩაასხით.
ელექტრონიკა
თუ არ გჭირდებათ, ზედმეტად ნუ ჩართავთ ელექტრონიკას. თქვენ არ იცით, როგორ სიმხურვალეს გამოსცემენ ისინი ზაფხულში.
ნათურები
ჩვეულებრივი ნათურები ენერგიის დამზოგველით შეცვალეთ. 100-ვატიან ნათურას ოთახში 1 გრადუსით შეუძლია ტემპერატურის მომატება.
ორპირი
ცოტა ხნით ყველა ფანჯარა და კარი გააღეთ, ჰაერი "დატრიალდება" და ტემპერატურა დაიწევს.