დღევანდელ რეალობაში არავის უკვირს სტრესი, გადაღლილობა, დეპრესია, ნერვული აშლილობები და ინტერესის დაკარგვა. ამის მრავალი მიზეზი არსებობს და ალბათ, უფრო მეტი მოგვარების საშუალება, თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ამ საშუალებების პოვნა დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ სახლის პირობებში.
მეთოდი საკმაოდ მარტივია, რუტინისგან გაქცევა და ცხოვრების გახალისება ყველაზე ადვილად ხელსაქმის საშუალებით ხდება.
ხელსაქმე რომ განტვირთვის ყველაზე კარგი საშუალებაა, ამას ფსიქოლოგები საუკუნეზე მეტია ადასტურებენ. გარდა ამისა, მეცნიერული კვლევებით დადასტურდა, რომ საყვარელი საქმიანობის კეთებისას ჰორმონი დოპამინი გამოიყოფა, რომელიც არამხოლოდ სტრესს ხსნის, არამედ ნერვული სისტემის ფუნქციონირებასაც უწყობს ხელს. რიგ ქვეყნებში სწორედ ამ მიზეზის გამო მკურნალობის ერთ-ერთ თერაპიულ მეთოდად სწორედ ხელსაქმეს იყენებენ.
საყვარელი საქმიანობის პოვნა არც ისე მარტივია. ბევრი ფიქრობს, რომ შეიძლება კონკრეტული პერიოდი უკვე გვიანიც იყოს ახალი ჰობისთვის, თუმცა ასე არ არის. რაიმე ახლის სწავლა გვიანი არასდროსაა, პირიქით, საჭიროა გონების მრავალმხრივი გავარჯიშება ნებისმიერ ასაკში. საჭირო ისეთი ხელსაქმის ნაირსახეობის ამორჩევაა, რომელიც ყველაზე მეტად მოგანიჭებთ სიამოვნებას. ადამიანთა ნაწილს ქსოვა უყვარს, ზოგს - დეკორატიული ნივთების დამზადება, ზოგს კი - ფერადი ჩარჩოებით ოთახის მორთვა. ასე რომ, არჩევანი საკმაოდ დიდია.
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ხელსაქმის მნიშვნელობა ევროპასთან შედარებით არც ისე მაღალია, არ არის გასაკვირი, რომ თითქმის არ გვაქვს ადგილები, სადაც ხელსაქმისთვის საჭირო ყველა აქსესუარს შევიძენთ. სწორედ ეს ხდება ინტერესის დაკარგვის ყველაზე ხშირი მიზეზი. გადატვირთული სამუშაო გრაფიკის პირობებში რთულია თითოეული დეტალისთვის მრავალი მაღაზიის შემოვლა და საათების დაკარგვა.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ, დიდი ნაბიჯი გადაიდგა და სულ რამდენიმე თვის წინ ,,ბიბლუსი გალერეაში’’ სპეციალური კრაფტის კუთხე გაიხსნა. სწორედ კრაფტის სექციაში შეგიძლიათ შეიძინოთ ხელსაქმისთვის საჭირო აქსესუარები საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად, რომ არაფერი ითქვას უმაღლეს ევროპულ ხარისხზე. მათ შორის სპეციალური ბრენდის, ,,FOLIA’’-ს და „LORI“-ს პროდუქციასაც შეხვდებით, რომელიც სპეციალურ კომპლექტებს სთავაზობს ხელსაქმის მოყვარულებს იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ მასალის შოვნაზე დაკარგული დრო და ჰობით დაკავება გახადონ უფრო კომფორტული. სპეციალური კომპლექტების ძალიან დიდი არჩევანი არსებობს და გამოყენება ძალიან ადვილი, მეტიც, უზომოდ საინტერესოა.
საბოლოო ჯამში, ახალი გატაცება, განსაკუთრებით კი, ხელსაქმე აუცილებლად დაგეხმარებათ საკუთარ თავში ისეთი შესაძლებლობების აღმოჩენაში, რომლებიც თქვენც და გარშემომყოფებსაც ნამდვილად გაგაოცებთ. საჭირო მხოლოდ მოტივაცია, მონდომება და იმის სურვილია, რომ ცხოვრება საინტერესოდ აქციოთ.