ფოლგა – ის მასალაა, რომელიც იშვიათად ღებულობს "მეორე სიცოცხლეს". ჩვენ მას ძირითადად კულინარიაში და იზოლაციისთვის ვიყენებთ.
იაპონიაში ახალი ტრენდი გაჩნდა: მბზინავი პოლირებული ბურთების შექმნა ფოლგისგან.
YouTube-ზე განთავსებულმა ვიდეომ, თუ როგორ ქმნის ხელოსანი ფოლგისგან ბურთს, იაპონიაში ბუმი გამოიწვია. მოზარდებმა ფოლგის შეგროვება დაიწყეს, რომელსაც ჯერ ბურთივით ამრგვალებენ და შემდეგ აპრიალებენ.
თქვენ გამოგივათ?