აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წელს 28 აპრილს აღინიშნება.
ყველასათვის ნაცნობია ამ დღის მთავარი ატრიბუტი: შეღებილი ქათმის კვერცხი, რომელსაც რელიგიური სარჩული აქვს. ქრისტეს აღდგომის შემდეგ მარიამ მაგდალინელი რომის იმპერატორ ტიბერიუსს უნდა სწვეოდა. რადგანაც მასთან უსაჩუქროდ მისვლა დაშვებული არ იყო, მარიამმა ძღვენის სახით ჩვეულებრივი კვერცხები წაიღო. კვერცხი უძველესი დროიდან სიცოცხლის ერთგვარ სიმბოლოს განასახიერებს. როცა მაგდალინელმა იმპერატორს ქრისტეს აღდგომის ამბავი ამცნო, ტიბერიუსს უბრალოდ გაეცინა და თქვა, რომ მკვდრეთით აღდგომა ისეთივე შეუძლებელი იყო, როგორც მისი მორთმეული კვერცხების წითლად შეღებვა. გადმოცემის მიხედვით, ფრაზის დასრულებისთანავე, კვერცხებმა წითელი შეფერილობა მიიღო.
ერთ დროს არსებობდა ტრადიცია, რომ კვერცხი მომავალი წლის აღდგომამდე უნდა შეენახათ. ამის გამო გაჩნდა კვერცხების ფაიფურის, ხის, ვერცხლისა თუ ძვირფასი ქვებისგან გაკეთების ტრადიცია. დროსთან ერთად, კვერცხების შეღებვის ტექნიკა გამრავალფეროვნდა და სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ელფერი შეიძინა. გაგრძელება + ფოტო