ხელსაქმე
სვიტერი გარეცხვის შემდეგ შედგა? მისთვის ფორმის დაბრუნება შესაძლებელია!
სვიტერი გარეცხვის შემდეგ შედგა? მისთვის ფორმის დაბრუნება შესაძლებელია!
ეს ხრიკი დაიმახსოვრეთ და აღარასდროს გადააგდოთ სამოსი, რომელიც რეცხვის შემდეგ ზომაში დაპატარავდა.
ეს შეიძლება ყველას დაემართოს. საყვარელი სვიტერი ისე დაპატარავდეს, რომ თქვენს 4 წლის ქალიშვილს ან ძაღლს მოერგოს.

ამის მიზეზი რამდენიმეა:

წყლის არასწორი ტემპერატურა;
ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება;
დიდხანს ტრიალი გაწურვა-გაშრობის დროს.

არ დაღონდეთ, სცადეთ ეს მეთოდი:


უნდა იმოქმედოთ მაშინვე, სანამ
სვიტერი გაშრება.
ტაშტში თბილი წყალი ჩაასხით და დაუმატეთ საბავშვი შამპუნი ან თმის კონდიციონერი.
ჩაალბეთ სვიტერი 10 წუთით, რომ ქსოვილის ბოჭკოები გაფართოვდეს.
აკურატულად ამოიღეთ ვიტერი, არ გაწუროთ და არ გაავლოთ.
აიღეთ 2 დიდი პირსახოცი. ერთი სწორ ზედაპირზე დააფინეთ, დაადეთ ზემოდან სვიტერი და მეორე პირსახოცი ზემოდან გადააფარეთ. დაახვიეთ ორივე პირსახოცი რულონივით, რომ სითხე შეიწოვოს.
სვიტერი მშრალ პირსახოცზე გადაიტანეთ, აკურატულად გაწელეთ, მიეცით პირვანდელი ზომა. არ აიღოთ, სანამ ბოლომდე არ გაშრება.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ზიზი
და შამპუნიანი ვატაროთ?
14:23 / 16-02-2018
გამოხმაურება / 0 /
B
Sisulelea
18:54 / 15-02-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30