ფეხსაცმელსაც და ჩექმასაც ზამთარში განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ჩვენ ყველაზე გამოსადეგი რჩევები მოგიმზადეთ.
1. ნესტისგან დაცვა
წვიმიან ამინდში ფეხსაცმელი განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს. მაღაზიაში უამრავი საშუალება იყიდება, რომ ზედაპირი დაამუშაოთ. გახსოვდეთ, რომ ტყავსა და ზამშს სხვადასხვა საშუალება სჭირდება. "უნივერსალური" არაფერს უხდება. შეიძინეთ სპრეი, დაამუშავეთ ფეხსაცმლის ზედაპირი, აცადეთ გაშრობა და ისე გამოდით ქუჩაში.
იხილეთ: აი, ასე უნდა გაიწმინდოს ზამშის ფეხსაცმელი
2. ბებიების მეთოდი - ზეთი
ჯაგრისით ან ფუნჯით უნდა დაამუშაოთ მთელი ფეხსაცმელი (ნაკერებიც კი) თხელ, თანაბარ ფენად.
3. ძმარი და სპირტი ლაქების წინააღმდეგ
ასეთი ნარევი დიდი ხნის ჩამჯდარ ჭუჭყსაც კი მოაშორებს.
4. ვაზელინი და თმის კონდიციონერი
სეირნობიდან დაბრუნებულმა ფეხსაცმელი ვაზელინით დაამუშავეთ. შემდეგ მშრალი ჩვრით კარგად, გაპრიალებამდე გაასუფთავეთ. იმავე მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ თმის კონდიციონერიც. უმჯობესია, მის შემადგენლობაში ბევრი ზეთი იყოს.
5. ხელსახოცი
ზამთარში ფეხსაცმელი სწრაფად ჭუჭყიანდება. განსაკუთრებით ზამშის, ამიტომ, მუდამ თან იქონიეთ სპეციალური ხელსახოცი, რომელიც დაბინძურებულ ადგილებს მოაშორებს და კარგადაც შეამშრალებს.