ნუ ნერვიულობთ, ბალიშებს, ნოხებსა და კედებს არაფერი მოუვათ. ჩვენ მოგიყვებით, როგორ უნდა გარეცხოთ და არ გააფუჭოთ.
კედები და სპორტული ფეხსაცმელი
მანქანაში შეყრამდე მოხსენით თასმები. გარეცხეთ ცივ წყალი, დელიკატურ რეჟიმზე, სარეცხი ფხვნილის მცირე რაოდენობით. ფეხსაცმელმა სარეცხის მანქანაში რომ არ იხმაუროს, პირსახოციც ჩაუდეთ.
უგები
მათი გარეცხვაც შეგიძლიათ სარეცხის მანქანაში. აირჩიეთ იგივე რეჟიმი, რაც კედებისა და სპორტული ფეხსაცმლისთვის.
ხელოვნური ბუმბულის ბალიშები
მათაც დელიკატურ რეჟიმზე სჭირდებათ გარეცხვა. რეცხვის შემდეგ დამატებით გავლებას საჭიროებენ. თუ მანქანას გაშრობის რეჟიმი არა აქვს, მზეზე გააშრეთ და ხშირად ააფუმფულეთ.
სათამაშოები
თუ სათამაშო ძველიცაა და ჭუჭყიანიც, გარეცხვამდე საყინულეში მთელი ღამით შეინახეთ. შემდეგ გარეცხეთ 30 გრადუსზე, დამატებით გაავლეთ და კარგად გააშრეთ.
სააბაზანოს ფარდა და ნოხი
გარეცხეთ ერთად ცივ წყალში, ფხვნილთან ერთად. განსაკუთრებულ რეკომენდაციას არ საჭიროებს.
იოგის ნოხი
თვეში ერთხელ გარეცხვა საკმარისია. ნუ დაგავიწყდებათ, რომ იგი კანის ნაწილაკებისა და ოფლის დამგროვებელია.
ზურგჩანთა და სპორტული ჩანთა
ზოგიერთი სპორტული ჩანთა სპორტულ სამოსთან ერთად ირეცხება სარეცხის მანქანაში. გარეცხვამდე ჩანთები გადმოაბრუნეთ, თუ ეხსნება, მოხსენით მეტალის აქსესუარები. ჩადეთ სარეცხის ბადეში და დელიკატურ რეჟიმზე გარეცხეთ.
მანქანის ნოხი
გარეცხვამდე კარგად დაფერთხეთ. საჭიროების შემთხვევაში დაამუშავეთ ლაქების ამომყვანი ნივთიერებით. გარეცხეთ ჩვეულებრივ რეჟიმზე.
იატაკის საწმენდი ჯოხის თავები ჩვეულებრივად, მარტივად ირეცხება
ძაღლის ქსოვილის საყელური და საფენი მოათავსეთ სარეცხის ბადეში და გარეცხეთ. ხმაურისგან დასაცავად, სარეცხის მანქანაში მოათავსეთ პირსახოცი, რომლითაც ძაღლს ბანაობის შემდეგ ამშრალებთ.