ნაბიჯი პირველი: გაანიავეთ
გააღეთ ფანჯრები, გაფერთხეთ პლედები და გაამზეურეთ ბალიშები.
დაწვით სურნელოვანი ჩხირი
შეარჩიეთ სასიამოვნო სურნელი, მაგალითად, ფიჭვის.
შეაკეთეთ ან გადაყარეთ გატეხილი ნივთები
ფენ შუის ექსპერტები თვლიან, რომ გატეხილ ნივთებს ძალიან ნეგატიური ენერგეტიკა გააჩნია.
გაასხურეთ სახლში ფორთოხლის ზეთი
თქვენს ბინაში სასიამოვნო, საგაზაფხულო განწყობა შემოვა.
დაალაგეთ სახლი
რაც შეიძლება მალე.
დადეთ კრისტალები ენერგეტიკულ ადგილებზე
ეს ადგილებია: სადაც გძინავთ, სადაც მუშაობთ და ა.შ.
შეღებეთ კედლები ყვითლად
ეს ფერი ოთახს გააცოცხლებს.
გაწმინდეთ ავეჯი
ძალიან არასასიამოვნოა ავეჯის ზედაპირზე თითების ანაბეჭდები.
მოერიდეთ წვეტიან კუთხეებს
ფენ შუის ექსპერტების აზრით, მახვილი კუთხეები ნეგატიურ ენერგიას წარმოქმნის. შეეცადეთ, გამოიყენოთ მრგვალი ნივთები.
მეტი სარკე
შექმნის დამატებით სივრცეს.
გამოიყენეთ ნეიტრალური ფერები
იმისთვის, რომ არ დაიძაბოთ და მოდუნდეთ, უპირატესობა მიანიჭეთ პასტელის ფერებს.
წყარო: goodhousekeeping
იხილეთ ასევე: 10 სიტუაცია, როცა სარეცხი მანქანის ნაცვლად შეგიძლია მაცივარი გამოიყენო