თუ ტყეში ან სკვერში გაისეირნებთ, აუცილებლად მოწყვიტეთ ფიჭვის ან ნაძვის რამდენიმე ტოტი. წიწვებისგან იდეალურ საწმენდ საშუალებას დაამზადებთ.
დაგჭირდებათ მხოლოდ 2 ინგრედიენტი: ძმარი და ფიჭვის ტოტები.
ძმარი – ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ფანჯრების, სარკის და ავეჯის გასაწმენდად.
მომზადების წესი:
ძმარი (უსუნო) 1 ლ
ნაძვის ან ფიჭვის წიწვები
ქილაში მოათავსეთ ნაძვის წიწვები და დაასხით ძმარი.
რამდენიმე კვირით დადგით ქილა ბნელ და მშრალ ადგილას.
4-დან 6 კვირამდე სითხე მზად იქნება.
სითხე შეგიძლიათ გადაიღოთ პულველიზატორიან ბოთლში.