სახლს ყოველდღიურად ვალაგებთ. გვსურს, რომ ეს პროცესი სწრაფად დავასრულოთ და უარყოფითი ემოციები არ აღგვიძრას.
მოიმარაგეთ სახლის დალაგებისთვის ყველაზე აუცილებელი ნივთები...
1. უნივერსალური ხელსახოცი
გამოიყენება ყველა ზედაპირისთვის, სწრაფად იწოვს ტენს. არ ტოვებს წყლისა და ჭუჭყის ნაკვალევს. ერთი გორგალი ერთ თვეს გეყოფათ. ის მრავალჯერადია და შეგიძლიათ გარეცხოთ კიდეც.
გამოყენების რეკომენდაცია: სამზარეულოს ზედაპირისთვის, მინისა და სარკეების მოსავლელად.
2. უნივერსალური საშუალება ნებისმიერი ზედაპირისთვის
ცხიმისა და ჭუჭყის მოსაცილებელი. არ საჭიროებს ჩამორეცხვას. გადაუსვით მშრალი, ტენიანი ჩვარი. აქვს სასიამოვნო სურნელი.
გამოყენების რეკომენდაცია: ლაქების მოსაშორებლად, კერამიკულ ფილაზე, მაცივრის სახელურისა და კარისთვის. ჩაიდნების, ტოსტერების ზედაპირები, რაფა და ონკანი.
3. კბილის ჯაგრისი
ძველიც გამოგადგებათ და ახალიც. ადვილად ასუფთავებს რთულად მისაწვდომ ადგილებს.
გამოყენების რეკომენდაცია: მტვრისა და ჭუჭყის მოსაცილებლად მცირე დეკორატიული (სანათი, სტატუეტები) ნივთებიდან.
4. მელანინის ღრუბელი
შეღებილი კედლებისთვისაა. ასუფთავებს შავ ზოლებს მტვერსასრუტის, არააკურატულად გაწეული ავეჯის შემდეგ, ფლომასტრისა და ფანქრის ნაკვალევს, თეთრ ნალექს ონკანიდან.
გამოყენების რეკომენდაცია: პლასტიკური რაფისთვის, კედებისა და ბოტასებისთვის. აგრეთვე, საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის.
5. რეზინიანი იატაკის ჯოხი
გადააფარეთ ზემოდან ნამიანი ჩვარი და იდეალურად მოაშორებს იატაკიდან მტვერს. უმჯობესია, მბრუნავთავიანი შეარჩიოთ. თუ დიდი ბინა გაქვთ, გრძელთავიანი შეარჩიეთ.
გამოყენების რეკომენდაცია: კარადისა და საწოლის ქვეშ იატაკის დასუფთავება
6. ძმარი და სოდა
იაფი და ეკოლოგიურად სუფთაა. შეგიცვლით უამრავ ძვირად ღირებულ საწმენდ საშუალებას.
7. პულველიზატორიანი ბოთლი
თქვენ მიერ მომზადებული გამწმენდი საშუალების მისასხურებლადაა. ჩაასხით მასში ძმრისა და წყლის ნარევი. თუ ნოხი გაქვთ გასარეცხი - ძმრიან წყალს ერთი წვეთი ჭურჭლის სარეცხი ჟელე შეურიეთ. დეზინფექციისთვის ეთერზეთისა და არყის ნარევი გამოგადგებათ. შეასხურეთ ფარდებს, სავარძლების სახელურებს, დივნის ბალიშებს.
8. პლასტიკური ბარათი
ან ფასდაკლების. იდეალურად მოაშორებს ზედაპირიდან მიმხმარ ცხიმს, მიკრულ საღეჭ რეზინს, საღებავის წვეთს.
9. რეზინის ხელთათმანი
დალაგების დროს ხელებს დაცვა სჭირდება. კარგად მოაშორებთ რბილ ავეჯს მტვერს ან ცხოველების ბეწვს. ამისათვის რეზინის ხელთათმანი უნდა დაასველოთ.
10. პოლიეთილენის პაკეტი
ნებისმიერი ნაგვის გადასაყრელად. შეარჩიეთ გაძლებისა და ზომების მიხედვით.