სიახლე ხელსაქმის მოყვარულთათვის - სად შევიძინოთ საუკეთესო მასალები ხელნაკეთი ნივთების დასამზადებლად?
სიახლე ხელსაქმის მოყვარულთათვის - სად შევიძინოთ საუკეთესო მასალები ხელნაკეთი ნივთების დასამზადებლად?
თუ წლების წინ ძვირად ღირებული ქარხნული ნივთები ფასობდა, ახლა საზოგადოების დიდი ნაწილი ხელნაკეთ ნივთებზე აკეთებს აქცენტს. უფრო და უფრო პოპულარული ხდება კრაფტი - სხვადასხვა სახის მასალა ხელნაკეთი ნივთების დასამზადებლად.

ახალგაზრდები დიდი გულმოდგინებით ცდილობენ, დაამზადონ ხელნაკეთი სამკაულები, დეკორაციები სახლისთვის და სხვა ყოველდღიური გამოყენების ნივთები.

კრაფტით შექმნილი ნივთები საუკეთესო საჩუქარია. დარწმუნებული იყავით,
რომ ამ შემთხვევაში მეგობარსა თუ ნათესავს თქვენნაირ საჩუქარს ვერავინ გაუკეთებს. ის იქნება ერთადერთი ნივთი და ამავდროულად, საკუთარი ხელითა და დიდი ემოციით გაკეთებული.

გარდა იმისა, რომ კრაფტით გაკეთებულ ნივთებს განსაკუთრებული ღირებულება აქვს, ის ადამიანების ცხოვრებაზე მეტად პოზიტიურ გავლენას ახდენს. ხელსაქმე ამშვიდებს ნერვებს, ადამიანს პოზიტიური ენერგიით ავსებს და უფრო მოტივირებულს ხდის. საკუთარი ხელით გაკეთებული ნივთები მის შემქმნელს სტიმულსა და თავდაჯერებულობას მატებს.

გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად, იზრდება იმ ადგილების რაოდენობაც, სადაც კრაფტს შეიძენთ. ცოტა ხნის წინ კრაფტის კუთხე გაიხსნა "ბიბლუსი გალერეაშიც". ეს ადგილი, განსაკუთრებული ასორტიმენტის გარდა, იმითაცაა გამორჩეული, რომ კრაფტის სპეციალისტები მომხმარებელს ადგილზევე ასწავლიან ხელნაკეთი ნივთების დამზადებას. მათგან მიიღებთ კვალიფიციურ რჩევებს იმის შესახებ, თუ რომელი მასალა როგორ უნდა გამოიყენოთ.

კრაფტის სპეციალისტის, ხატია მჭედლიშვილის განმარტებით, ისინი პერიოდულად ვიდეოგაკვეთილებსაც შესთავაზებენ მომხმარებელს.



რა მასალებს სთავაზობთ მომხმარებელს და რა ნივთების დამზადებაა შესაძლებელი მათი გამოყენებით?

გვაქვს ძალიან ლამაზი ქაღალდები, საღებავები, შტამპები საღებავებისთვის, მოზაიკები, ხელსაწყოები, რომლითაც სხვადასხვა ფორმის დეტალების გაკეთებაა შესაძლებელი. მთავარია ფანტაზია და მონდომება, არჩევანი კი საკმაოდ დიდია. ამ მასალების გამოყენებით შესაძლებელია როგორც სახლის დეკორაციების, ისე სამკაულების გაკეთება. მაგალითად, მოზაიკებს ხშირად სკივრების გასაფორმებლად იყენებენ, საღებავებსა და შტამპებს - სხვადასხვა სამოსის გასაფორმებლად. ქაღალდებით კი დეკორაციებს აკეთებენ ხოლმე. სამკაულების გასაკეთებლად ნამდვილად უამრავ მასალას ვთავაზობთ მომხმარებელს.

თქვენ თუ ეხმარებით მომხმარებლებს სასურველი ნივთების შექმნაში?


ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა და რჩევების მიცემა შეგვიძლია. "ბიბლუსი გალერეაში", კრაფტის კუთხეში ხშირად ვაკეთებთ სხვადასხვა ნივთს და ამ პროცესის ყურება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თუმცა უახლოეს მომავალში ვაპირებთ, ჩვენ თავადაც შევქმნათ ნივთები, რომლებსაც შემდეგში გავყიდით კიდეც.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

მზარდი მოთხოვნისა და დაინტერესებიდან გამომდინარე, ვიდეოგაკვეთილების გაკეთებას ვაპირებთ. პირველი ვიდეო უკვე გადაღებულია. აღნიშნული გაკვეთილებით დაინტერესებულ ადამიანებს ვასწავლით, როგორ გამოიყენონ ესა თუ ის მასალა. მივაწვდით იდეებს, თუ რა ნივთების გაკეთება შეუძლიათ. მაქსიმალურად ვეცდებით, უამრავ ადამიანს გაუჩნდეს ხელსაქმის კეთების სურვილი და ამით გარემო და ზოგადად, ცხოვრება გაილამაზოს. ამისთვის კი უამრავ საინტერესო მასალას ვთავაზობთ.



ბოლო პერიოდში ხელსაქმეს მართლაც უამრავი ადამიანი უთმობს თავისუფალ დროს. საინტერესო ნივთების საკუთარი ხელით შექმნა მეტად აქტუალური გახდა. სასურველი ნივთის შექმნაში კი "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში არსებული მრავალფეროვანი ასორტიმენტი ნამდვილად დაგეხმარებათ.


კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

მსგავსი სიახლეები
13:22 / 13-07-2018
ყველა დიასახლისისთვის ტანჯვაა ლითონისა და თუჯის ჭურჭლიდან ჩამჯდარი ცხიმის მოშორება. არსებობს უამრავი ქიმიური საშუალება, რომელიც თითქოს მარტივად აგვარებს ამ პრობლემას, მაგრამ ქიმიური შემადგენლობა არც ისე სახარბიელოა საკვების მოსამზადებელი ჭურჭლის გასახეხად.
16:58 / 30-06-2018
წიგნების კითხვა ნებისმიერ სეზონზე, წლის ნებისმიერ დროს აქტუალურია და როგორც ბოლო წლების კვლევებიც გვიჩვენებს, მსოფლიოში წიგნის პოპულარობა უფრო და უფრო იზრდება.
19:54 / 29-06-2018
ბევრი წიგნი და დიდი ფასდაკლება, გრანდიოზული გათამაშება და პრიზები, სასიამოვნო მუსიკა და ბევრი ტკბილეული - სწორედ ასე აღნიშნავს საქართველოშო წიგნის მაღაზიების ყველაზე დიდი ქსელი ,,ბიბლუსი” 57-ე ფილიალის გახსნას.
10:18 / 26-06-2018
იმისთვის, რომ ბავშვმა თავისუფალი დრო მხოლოდ პლანშეტთან ან კომპიუტერთან არ გაატაროს, შესთავაზეთ მას წიგნის სანიშნეების გაკეთება, რომლისთვისაც ფერადი მუყაო იქნება საჭირო.
14:58 / 23-06-2018
კარტოფილის საფცქვნელი ყველას აქვს სამზარეულოში და ის ძალიან საჭირო ნივთია.კარტოფილის ქერქის მოცილების გარდა, მისი გამოყენება კიდევ ბევრნაირადაა შესაძლებელი.
13:17 / 23-06-2018
ძველი ნივთებისგან რომ ახალი და მოდური აქსესუარების გაკეთებაა შესაძლებელი, ბევრმა იცის და შესაბამისად არასოდეს ყრის მოდიდან გასულ, ან უკვე გაცვეთილ სამოსს.
11:09 / 16-06-2018
1. ბრინჯმა სითეთრე რომ შეინარჩუნოს, ხარშვის დროს ცოტაოდენი ძმარი დაუმატეთ.
11:37 / 27-05-2018
დღეს უამრავი სარეცხი საშუალება იყიდება. რეკლამის თანახმად, ყველა ერთმანეთზე საუკეთესოა, მაგრამ როგორ გავიგოთ, სინამდვილეში რომელია კარგი.
15:12 / 21-05-2018
მუყაოს ყუთი არის ნივთი, რომელიც არ უნდა გადააგდოთ ნაგავში. ნახეთ, რამდენი გამოსადეგი რამ შეგიძლიათ გააკეთოთ მისგან.
10:20 / 10-05-2018
2018 წელი წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსისთვის“ საიუბილეო წელია - ქართველი მკითხველის საყვარელი კომპანია 23 მაისს 10 წლის ხდება.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ ტაფას სხვაგვარად აღარ გარეცხავთ!
13:22 / 13-07-2018
ყველა დიასახლისისთვის ტანჯვაა ლითონისა და თუჯის ჭურჭლიდან ჩამჯდარი ცხიმის მოშორება. არსებობს უამრავი ქიმიური საშუალება, რომელიც თითქოს მარტივად აგვარებს ამ პრობლემას, მაგრამ ქიმიური შემადგენლობა არც ისე სახარბიელოა საკვების მოსამზადებელი ჭურჭლის გასახეხად.
ამ მარტივი ხრიკის მეშვეობით გაზის ცხაურზე ცხიმის ნატამალიც არ დარჩება (+ვიდეოგაკვეთილი)
12:15 / 13-07-2018
როგორც წესი, ცხიმიანი ზედაპირის გასაწმენდად აგრესიულ ქიმიურ საშუალებებს ვიყენებთ.
აღარანაირი შემაწუხებელი ბზუილი და ნაკბენები: მწერებთან ბრძოლის ბუნებრივი საშუალება
13:46 / 12-07-2018
ზაფხულში ბევრს უყვარს თბილი საღამოების ჰაერზე, მეგობრებთან ერთად გატარება, მაგრამ ტერასაზე ნებივრობა და ჩაის სმა ხშირად შემაწუხებელი ხდება მწერების გამო. მათგან თავის დაღწევა ბუნებრივი და ეფექტური საშუალებით არის შესაძლებელი.
როგორ დავწიოთ ოთახში ჰაერის ტემპერატურა კონდიციონერის გარეშე
11:05 / 12-07-2018
ზაფხულის სიცხეებით შეწუხებულებს ოთახში ჰაერის ტემპერატურის დასაწევად სასარგებლო რჩევებს ვთავაზობთ.
როგორ გავალამაზოთ სახლი მორჩენილი შპალერით - 14 მეთოდი
11:14 / 08-07-2018
წარმოგიდგენთ ფოტოიდეებს, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოთ მორჩენილი შპალერი ინტერიერის გასალამაზებლად.
როგორ გავაკეთოთ საზამთროს ჩანთა?
12:21 / 05-07-2018
ზაფხულში გვინდა, რომ პატარებისთვის თითოეული დღე საინტერესო გავხადოთ და თან ისე, რომ ახალი რაღაცებიც ვასწავლოთ.
როგორ დავამზადოთ თმის აქსესუარი მარტივად
11:53 / 04-07-2018
ზაფხულის ცხელ დღეებში მრავალი ხერხი არსებობს იმისათვის, რომ დრო სასიამოვნოდ და პროდუქტიულად გავატაროთ, მათგან კი ერთ-ერთია ხელსაქმე.
5 წუთი დაგჭირდებათ, რომ უნიტაზს მთელი თვე სასიამოვნო არომატი შეუნარჩუნოთ
11:17 / 29-06-2018
საპირფარეშოში სასიამოვნო არომატი რომ დადგეს და უნიტაზს დეზინფექციაც ჩაუტარდეს, მარტივ ხერხს გთავაზობთ.
კოლჰოტი, სანთელი და კიდევ 7 ნივთი, რომელიც ღირს, საყინულეში შეინახოთ და აი, რატომ...
10:54 / 29-06-2018
ფიქრობთ, რომ საყინულე მხოლოდ საჭმლისთვისაა? ჩვენ მზად ვართ, შეგედავოთ. ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ რომელი ნივთების გაყინვა ღირს და რატომ.
სახამებლის გამოყენების 20 წესი, რომელიც არ იცოდით
11:40 / 27-06-2018
დიასახლისს სამზარეულოში ბევრი ისეთი საშუალება აქვს, რომლის გამოყენების ყველა საიდუმლო არც იცის. დღეს სწორედ ასეთზე, სახამებლის უჩვეულო გამოყენებაზე გვექნება რჩევები.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31