ლაქებთან ბრძოლის საიდუმლოებები.
კენკრა
ამორეცხეთ ცივი წყლით ან ჩაალბეთ 30 წთ. ცივი წყალი წითელ, ვარდისფერ და ბორდოსფერ საღებავებს აშორებს.
ცხიმი
წაუსვით თხევადი მათეთრებელი, რომელიც ზედაპირულ დაბინძურებას აცლის ქსოვილიდან. დატოვეთ 10 წთ, შემდეგ გარეცხეთ.
მდოგვი
ლაქას წაუსვით გლიცერინის რამდენიმე წვეთი (იყიდება აფთიაქში), რათა ყვითელი ფერი გაანეიტრალოთ. გააჩერეთ რამდენიმე წუთით, შემდეგ გარეცხეთ წყალში.
კეტჩუპი
გარეცხეთ ცივ წყალში, დაასხით ძმარი, ის გაანეიტრალებს ლაქას. შემდეგ ისევ გაავლეთ.