დარია ხოლოდილინა უკრაინელი ბლოგერია, რომელიც საქართველოს მეორე სამშობლოს უწოდებს.
ის საქართველოში 2013 წლიდან ცხოვრობს და უკვე მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს ჩვენი ქვეყნის, მისი კულტურის, შეხედულებების და ხალხის შესახებ. თავის ბლოგზე ის თბილისის და სხვადასხვა რეგიონის მასშტაბით მოგზაურობისთვის რჩევებს აძლევს ტურისტებს და მისი პოსტები საკმაო პოპულარობითაც სარგებლობს.
ამჯერად, გოგონა ისეთი ინიციატივით გამოვიდა, რომელიც არავის დატოვებს გულგრილს. დარიამ 4 წელი იმოგზაურა საქართველოში და სხვადასხვა რეგიონიდან მიწა შეაგროვა: კახეთი, ქართლი, აფხაზეთი, აჭარა და სხვა. ახლა მან სუვენირების კეთება დაიწყო, ბეჭდები და გულსაბნევები, რომლებშიც ქართული მიწაა მოთავსებული. გაყიდვებიდან შემოსული ფული იძულებით გადაადგილებულ ბავშვებს მოხმარდებათ. გაგრძელება + ფოტოები