ის, რომ უფერულ ლაქს თვალწასული კოლჰოტის დაფიქსირება შეუძლია, ყველამ იცის, მაგრამ მას კიდევ უამრავი შესაძლებლობა აქვს:
ხედავთ, რომ ღილი გწყდებათ, მის დასაკერებლად კი დრო არ გაქვთ? დააფიქსირეთ ძაფი უფერული ლაქით.
უფერული ლაქი შეგიძლიათ გამოიყენოთ ავეჯის პრიალა ზედაპირისა და პარკეტის მცირე ნაკაწრების დასაფარავად.
ასევე, გამჭვირვალე მანიკიური გამოგადგებათ სინესტის ზემოქმედებისგან დასაცავად. შეგიძლიათ იგი გამოიყენოთ ბაღჩის თვითნაკეთი მარკერების დასაფარად. ამგვარად, წარწერა არ წაიშლება.
მაგალითად, ასეთი მარკერი დიდხანს გაძლებს.
კიდევ ერთი ხერხი - სათვალის ხრახნების დაფიქსირება.
ასევე შეგიძლიათ ძაფის ყუნწი დააფიქსიროთ, ნემსში რომ იოლად გაუყაროთ.
და კიდევ, თასმები, ტექსტილის ქამარი და ა.შ.
ლაქი გამოგადგებათ ბიჟუტერიისთვის. თუ მას სამაჯურის ან ბეჭდის შიდა მხარეზე წაუსვამთ, ფერს არ შეიცვლის.
თუ მწერებისგან დასაცავად ბადეს ნახვრეტები გაუჩნდა, ლაქის მეშვეობით შესაძლებელია მათი ამოვსება.
კიდევ ერთი სასარგებლო რჩევა - ლითონის ქილების ძირს წაუსვით უფერული ლაქი. ამგვარად, თავს აარიდებთ ჟანგის კვალს სააბაზანოს კაფელზე ან სამზარეულოში.