როგორც წესი, ცხიმიანი ზედაპირის გასაწმენდად აგრესიულ ქიმიურ საშუალებებს ვიყენებთ.
უდავოა, ისინი გარკვეულწილად ძალიან ეფექტურია, თუმცა ქიმიური შემადგენლობის სითხე თუ ფხვნილი ცუდად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე.
მეთოდი, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, გრილის თუ გაზის ცხაურს წამებში გააპრიალებს და თანაც ამისთვის მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, ხელმისაწვდომი ინგრედიენტები დაგჭირდებათ.
აღმოჩნდა, რომ კარტოფილის ნაჭერი, ცოტაოდენი ზეთი და მარილი შესანიშნავი კომბინაციაა ცხიმიანი ზედაპირის გასაპრიალებლად.
ნახეთ ვიდეოში, როგორ უნდა გააკეთოთ ეს.
ყველა მანიპულაციის შემდეგ კარტოფილით, მარილითა და ზეთით, უბრალოდ, გარეცხეთ ცხაური საპნიანი ღრუბლით.