კულინარული ხრიკები საუკეთესო კერძების მოსამზადებლად
კულინარული ხრიკები საუკეთესო კერძების მოსამზადებლად
კერძების მომზადება ერთგვარი რიტუალია. მათი მომზადებისას გარკვეული წესების დაცვაა საჭირო. გამოცდილმა დიასახლისმა ზუსტად იცის, როგორი თანმიმდევრობით იმოქმედოს კულინარული შედევრის შესაქმნელად.

გთავაზობთ ეფექტურ და იოლ კულინარულ ხრიკებს, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ.

კულინარული ხრიკები

თვალები დაჭრისას რომ არ აგეწვათ, ჩაალბეთ ხახვი წყალში 15 წუთით.



ყავის მოდუღებამდე, დაამატეთ ცოტაოდენი მარილი და დარიჩინი - სასმელი წარმოუდგენლად არომატული გამოვა!


სალათებში მსხვილად დაფქული მარილი დაუმატეთ. იგი გემოს ბევრად აუმჯობესებს!



ნებისმიერ სალათს მარილი ბოლო მომენტში დაამატეთ, სუფრაზე გატანის წინ. უკეთესი გემოსთვის, მარილთან ერთად ცოტაოდენი შაქარიც დაამატეთ.


იდეალური ტორტის
საიდუმლო მარტივია! ცომის მოსამზადებლად ფქვილის, კარაქის, კვერცხისა და შაქრის რაოდენობა გრამებში ტანაბარი უნდა იყოს!


აუცილებლად დაამატეთ მარილი ცომში, თუნდაც ტკბილეულობისთვის. იგი გააუმჯობესებს ცომის ხარისხს და შეჰმატებს სასიამოვნო გემოს!

იდეალური ტაფამწვარის მოსამზადებლად, შეწვით ის არამხოლოდ კარაქში ან ზეთში, არამედ წყლის მეშვეობით. როდესაც ცილა გათეთრდება, დაასხით ცოტაოდენი წყალი. კვერცხი არ მიიწვება და მეტად ნაზი და სასარგებლო გახდება.



ბალზამიკის ძმარი არამხოლოდ შესანიშნავი სანელებელია ბოსტნეულის სალათებისთვის, მისი გამოყენება იტალიური პასტის მომზადებისას და ხორცის მარინადისთვის შეიძლება.



მოაპკურეთ რამდენიმე წვეთი ძმარი დაშაქრულ მარწყვს - ის არაჩვეულებრივ გემოს შეჰმატებს ხილს.

კოტლეტები მეტად წვნიანი და გემრიელი გამოვა, თუ მას პურის ნაცვლად ორცხობილას დავუმატებთ.

გაამშრალეთ ხორცის ნაჭრები შეწვამდე - ხრაშუნა კანი გარანტირებულია!

დაამატეთ ცომში ცოტაოდენი ალკოჰოლი: არაყი, რომი, კონიაკი. ეს ხრიკი ნამცხვარს მეტად არომატულსა და ხრაშუნას გახდის.


მოთუშეთ მწვანე ლობიო ლუდში. შემწვარ ხორცთან და ბოსტნეულთან ერთად ასეთი წესით მომზადებული ლობიო ძალიან გემრიელია!
წაუსვით ხორცს მდოგვი შეწვამდე 2-3 საათით ადრე, მეტად არომატული და გემრიელი კერძის მისაღებად.

დაამატეთ ცოტაოდენი სოდა ცივ, მაგარ ჩაის. ლიმონთან, პიტნასტან და დარიჩინთან ერთად ეს სასმელი გაგაგრილებთ ცხელი ზაფხულის დღეებში.

აუცილებლად გაამშრალეთ დანა გამოყენების და გარეცხვის შემდეგ, რათა დიდ ხანს არ დაბლაგვდეს.

მოაყარეთ უმ ხორცს მომზადებამდე ცოტაოდენი სოდა, გააჩერეთ 15 წუთით, შემდეგ ცივი წყლით გარეცხეთ - ხორცი დარბილდება.

ნებისმიერი კერძის გემოს გასაუმჯობესებლად, ცხელი კერძი აირღუმელში გაცხელებულ ჭურჭელში გაიტანეთ სუფრაზე, ცივი კი - მაცივარში გაცივებულ ჭურჭელში.

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
საოცრად საჭირო ”შპარგალკა” დიასახლისებისთვის: გავაწყოთ სუფრა სწორად
16:00 / 25-05-2018
სუფრის გაწყობა მხოლოდ სტაჟიანმა დიასახლისმა კი არა, დამწყებმაც უნდა იცოდეს. სწორად დალაგებული ჭურჭელი ჩვეულებრივ სადილობას დღესასწაულად გიქცევთ.
ეს პრაქტიკული და მარტივი მეთოდი თქვენი უთოს დამწვარ ზედაპირს მომენტალურად გაასუფთავებს
13:09 / 25-05-2018
დიასახლისებისთვის კარგად ნაცნობია, როცა უთოს ძირი მიეწვება. ყველამ კარგად ვიცით, როგორი სასჯელია ამ დროს უთოობა. მოულოდნელად გაჩენილი ლაქა, გაფუჭებული ტანსაცმელი და უსიამოვნო სუნი...
სარეცხის მანქანის ობისა და ნადებისგან გაწმენდა უმარტივესი მეთოდით
12:05 / 25-05-2018
სარეცხ მანქანაში დროდადრო ობი (ნადები) ჩნდება. მის მოსაშორებლად შეგიძლიათ ქლორის შემცველი საწმენდი საშუალებები გამოიყენოთ, მაგრამ არსებობს უფრო მარტივი და ეფექტური საშუალება ობის მოსაცილებლად.
8 შესანიშნავი იდეა სახლისთვის, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ მუყაოს ყუთი
15:12 / 21-05-2018
მუყაოს ყუთი არის ნივთი, რომელიც არ უნდა გადააგდოთ ნაგავში. ნახეთ, რამდენი გამოსადეგი რამ შეგიძლიათ გააკეთოთ მისგან.
ყინულის კუბის გამოყენების 10 უჩვეულო ხერხი: დიასახლისის საიდუმლო ხრიკები
14:51 / 21-05-2018
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ უმალვე მოისურვებთ წყლის გაყინვას!
როგორ ვაფუჭებთ ჭურჭელს ყოველდღე. ნუ მოიქცევით ასე!
14:38 / 21-05-2018
კარგი ჭურჭელი იაფი არ ღირს და ჩვენ, რაღა თქმა უნდა, გვსურს, რომ ის დიდხანს გვემსახუროს.
პური, საპონი, ჩაი და სხვა იაფიანი საშუალებები ფეხსაცმელებისა და ფეხების მოსავლელად
13:45 / 05-05-2018
ფეხსაცმელების მოვლის უამრავი საშუალება არსებობს, თუმცა არც ისე ხელსაყრელ ფასად. პროდუქი კი, რომლებსა გთავაზობთ, ახლაც ბევრი თქვენგანის ოჯახში იქნება, თუ არადა მათი შეძენა ძალიან იაფად შეგიძლიათ.
სად იკარგება ცალი წინდა სარეცხის მანქანაში? ოსტატმა საიდუმლო გაამხილა
12:23 / 04-05-2018
წინდა ის მაგიური ნივთია, რომელიც ყველაზე ხშირად იკარგება სარეცხის გარეცხვის შემდეგ.
სექსი, ალკოჰოლი, ჭურჭლის რეცხვა... რა სიამოვნებს ადამიანს ყველაზე მეტად?
10:59 / 03-05-2018
ახალზელანდიელ მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარა გამოკვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა დაედგინა, რა საქმიანობა სიამოვნებს და არ სიამოვნებს ადამიანს ყველაზე მეტად. ექსპერიმენტის არსი შემდეგში იყო: მოხალისეებს დღეში სამჯერ უნდა ეპასუხათ შეკითხვაზე, რას საქმიანობდნენ დღის განმავლობაში და რას გრძნობდნენ ამ დროს.
კბილის პასტის 15 წარმოუდგენელი გამოყენება
14:33 / 01-05-2018
იცით, რა შეუძლია კბილის პასტას?
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი