ხელსაქმე
18 კულინარიული საიდუმლო, რომელიც დედათქვენმაც კი არ იცის
18 კულინარიული საიდუმლო, რომელიც დედათქვენმაც კი არ იცის
სამზარეულო გახლავთ ადგილი, სადაც ჩვენი დროის არცთუ ისე ცოტა ნაწილს ვატარებთ, სადაც ვავლენთ კულინარიულ ნიჭს და შემოქმედების ნაყოფს ახლობლებსა თუ სტუმრებს ვუზიარებთ.

თუმცა, ხშირად ხდება, როცა უვიცობისა და გაუფრთხილებლობის გამო ვაფუჭებთ პროდუქტებს ან წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რომ ყავა უფრო გემრიელი გამოვა, თუ ცოტაოდენ მარილს დავუმატებთ, ხოლო ყველი რომ არ
გახმეს, კარაქი უნდა წავუსვათ. გთავაზობთ კულინარიული რჩევების კოლექციას, რომლის გამოცდის სურვილი ახლავე გაგიჩნდებათ.

1. ცხიმის შხეფების თავიდან ასაცილებლად, ტაფას წინასწარ ცოტაოდენი მარილი მოაყარეთ



2. ომლეტი ფაფუკი გამოგივათ, თუ ათქვეფისას კვერცხს 2 კოვზ ცივ წყალს დაუმატებთ


3. ცომს ცოტაოდენი გაზავებული კარტოფილის სახამებელი დაუმატეთ - ფუნთუშები და ნამცხვრები მეორე დღესაც სიფაფუკეს და სირბილეს შეინარჩუნებს


4. ჭარხალი დიდხანს იხარშება - 3-3,5 საათის განმავლობაში. პროცესის დასაჩქარებლად, 30 წუთის დუღილის შემდეგ 15 წუთი ონკანში, ცივი წყლის ქვეშ შედგით. ტემპერატურის ცვალებადობა ხელს შეუწყობს სწრაფად მოხარშვას.


5. საფუარის ნაცვლად კონიაკს თუ გამოიყენებთ, ცომი უფრო არომატული და გემრიელი გამოვა


6. კვერცხის ცილა უფრო ფაფუკი რომ გამოვიდეს, წინასწარ გააცივეთ და ათქვეფისას რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი ან ლიმონის მჟავა დაუმატეთ. კვერცხის გულს კი პირიქით - სითბო და შაქარი უხდება


7. ხორცი რომ კარგად შეიწვას და "ოქროს ქერქი" დაედოს, წინასწარ ცოტაოდენი თაფლი წაუსვით


8. ღვიძლი უფრო რბილი გამოვა, თუ შაქარს მოვაყრით


9. ხარშვისას კვერცხები რომ არ დაგვისკდეს, წინასწარ ცივი წყლით უნდა გავრეცხოთ


10. სტაფილო 5-10 წუთის განმავლობაში უნდა მოვხარშოთ, რათა კარგი გემო შევუნარჩუნოთ


11. ფანტია ბრინჯის მოსახარშად, წინასწარ 30 წუთის განმავლობაში ცივ წყალში უნდა ჩავალბოთ


12. სოსისი ბევრად გემრიელი გამოვა, თუ კი არ მოვხარშავთ, არამედ წავუსვამთ მდოგვს და ნელ ცეცხლზე ზეთში შევწვავთ


13. ბრინჯი რომ არ ჩაგვეხარშოს, წინასწარ ოდნავ უნდა მოვხრაკოთ, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამის შემდეგ ხარშვისას ზომაში არ მოიმატებს


14. რძე ან ფაფა ხარშვისას რომ არ "გაგვექცეს", ქვაბს ზემოდან ხის კოვზი უნდა დავადოთ.


15. დამჭკნარი მწვანილები რომ გავაცოცხლოთ, ამისათვის საჭიროა ძმრიან წყალში მოვათავსოთ


16. გემრიელი მოხარშული ბოსტნეულის მისაღებად, ჩავყაროთ ისინი ადუღებულ წყალში და თუ გვსურს, რომ ბულიონი უფრო გემრიელი გამოვიდეს, ბოსტნეული ცივ წყალში უნდა მოიხარშოს.


17. სანამ დაჭრილ კარტოფილს შევწვავთ, სასურველია, გავრეცხოთ ცივ წყალში და შემდეგ გავაშროთ - ამ ხერხით მოვაცილებთ სახამებელს და კარტოფილიც არ მიგვეწვება ტაფაზე.


18. მაიონეზს მარტივად შევცვლით არაჟნით, თუ მას მოხარშული კვერცხის გახეხილ გულსა და ჩაის კოვზ მდოგვს დავუმატებთ.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 8 /
მარიამი
ცივ წყალში მოხარშვა რას ნიშნავს? უკაცრავად....
12:26 / 10-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ანიტა
"ხარშვისას კვერცხები რომ არ დაგვისკდეს, წინასწარ ცივი წყლით უნდა გავრეცხოთ" გაურეცხავი არც უნდა მოხარშო. მიუხედავად გარეცხვისა, მაინც სკდება ხოლმე. ამიტომ წყალში მარილის ჩამატებაა გამოსავალი. ხარშვისას ბრინჯი ან მაკარონი ერანეთს რომ არ მიეწებოს, წყალში 1-2 წვეთი ზეთი ჩაუმატეთ..
17:55 / 12-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი