საყოფაცხოვრებო რჩევები არასოდეს არის ზედმეტი. ჩვენ ხომ მთელი ცხოვრების მანძილზე ვაგროვებთ გამოცდილებას და გადავცემთ მას თაობებს. ეს კი ძალიან ამარტივებს ცხოვრებას.
გთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს, რათა არანაირმა ყოფითმა წვრილმანმა არ გაგიფუჭოთ განწყობა და წაგართვათ დიდი დრო.
უგემრიელესი გამოდის კოტლეტი, თუკი ფარშს შეწვამდე 5-6 საათით ადრე დაჭრილ ხახვთან, მარილთან და სანალებლებთან ერთად მაცივარში გააჩერებთ. ასე ხორცი დამარინადდება, კოტლეტი კი ბევრად გემრიელი გამოვა!
ცხელი რძე კარდამონით – სასმელი, რომელიც სწრაფად ჩვააქრობს ანთებას და მოგიხსნით ყელის ტკივილის.
თუკი ცეცხლის სწრაფად დანთება გსურთ, გაიხსენეთ ჩიფსები. ისინი საუკეთესოდ იწვის, არ ჭირდება სპეციალური სითხე და ნედლ შეშასაც უცებ ააგუზგუზებს!
დამწვარი ადგილი გაგიყუჩდებათ და უსიამო შეგრძნებაც მოგეხსნებთა, თუკი დაზიანებულ ადგილზე კბილის პასტას წაისვამთ.
კარტოფილი სწრაფად მოიხარშება, თუკი ქვაბში კარაქს ჩააგდებთ.
ამის გაკეთება მარტივია: ახალი კვერცხი ცივ წყლიან ჭურჭელში მოთავსებისას ჩაიძირება, ძველი – ამოტივტივდება.
ნამცვრის გამოცხობისას კვერცხის ჩანაცვლება ცომში ბანანით შეიძლება. ნახევარი ბანანი 1 კვერცხს უდრის.
წებოსგან დარჩენილ ლაქას ჩვეულებრივი ზეთით შეძლებთ. წაუსვით პრობლემურ ადგილას ზეთი, გააჩერეთ 10 წუთი და შემდეგ მოაცილეთ დარჩენილი წებო ხელსახოცით.
დაგავიწყდათ ლობიოს ან ბარდას ჩალბობა? მოხარშეთ პარკოსნები უმარილო წყალში და ყოველ 7-10 წუთში დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი ცივი წყალი.
ამაში აცეტონი დაგეხმარებათ – წაუსვით დასვრილ ადგილს აცეტონიანი ბამბა. ამის შემდეგ კი წაუსვით ქაფურის სპირტი.
გატეხილი კვერცხის გამოყენება კიდევ შეგიძლიათ: მოამზადეთ ის ორთქლის აბაზანაზე და გამოიყენეთ სალათებისა და ბუტერბროდებისთვის!
ამაში მარილი დაგეხმარებათ. გააცხელეთ მარილი ტაფაზე, ჩაყარეთ წინდაში, მარილიანი წინდა მოათავსეთ სველ ფეხსაცმელში. რამდენიმე ხანში გამოცვალეთ მარილიანი წინდა ახლით, თუკი პირველმა ვერ მოახერხა ფეხსაცმლის სწრაფად გაშრობა.
რძე სწრაფად ადუღდბეა, თუკი მასში მწიკვ შაქარს ჩაყრით.
სანამ ყველს გახეხავდეთ, წაუსვით სახეხს ზეთი. ყველი სახეხს ა მიეკრობა და მარტივად გაიხეხება, სახეხი კი ადვილად გაირიცხება!
სამზარეულოში უსიამოვნო სუნის გაქრობბბა ძალიან მარტივია: დაასხით 1 სუფრის კოვზი ძმარი ტაფაზე და გაახურეთ ტაფა ზედაპირის სრულ გაშრობამდე.
გამხმარი ლიმონის გაცოცხლება შესაძლებელია, თუკი მას რამდენიმე საათით წყლიან თეფშზე მოათავსებთ.
ახალი ფეხსაცმლის ფეხზე მორგება ერთი ეშმაკური ხრიკის მეშვეობით არის შესაძლებელი: ჩაიცვით სქელი წინდები, ზემოდან კი ფეხსაცმელი. მიუშვით ფეხსაცმელზე ფენის ცხელი ჭავლი 10 წუთის განმავლობაში.
თავის ძლიერი ტკივილის შემსუბუქება ლიმონის ნაჭრით არის შესაძლებელი. წაისვი შუბლზე გაჭრილი ლიმონი - ციტრუსის არომატი შესანიშნავად აყუჩებს ტკივილს.
იატაკზე გაფანტული დამსხვრეული მინის აღება პლასტელინით არის შესაძლებელი – იატაკზე მინის უწვრილესი ნაწილაკებიც კი არ დარჩება!
თუკი სწრაფად დამშვიდება გსურთ, დააჭირეთ 3 წამის განმავლობაში ცერა თითი ცხვირსა და ზედა ტუჩს შორის არსებულ ჩაღრმავებაზე. ეს მეთოდი მაშინაც კი გიშველით, თუკი ნერვიულობისგან გაკანკალებთ!