ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის იქნება მისი შვილი მოწიფულ ასაკში. როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ ბავშვის სიმაღლეში ზრდას, კითხვებს პროფესორი მანანა რუხაძე პასუხობს.
- სიმაღლეში ზრდა განპირობებულია გენეტიკით. არსებობს ფორმულირება, რომელიც მშობლებს დააინტერესებთ. მაგალითად: ბიჭების შემთხვევაში მამის სიმაღლეს დამატებული დედის სიმაღლე, გაყოფილი ორზე და დამატებული 6,4 სმ.
გოგონების შემთხვევაში მამის სიმაღლეს დამატებული დედის სიმაღლე, გაყოფილი ორზე და გამოკლებული 6,4 სმ.
ეს ძალიან კარგი ფორმულაა იმისთვის, რომ თვითონვე განსაზღვრონ თავიანთი სიმაღლე. მთავარი მაინც არის გენეტიკა. ზრდის ასაკში ბავშვის სრულფასოვანი კვება მნიშვნელოვანია. საკვები აუცილებლად უნდა იყოს ვიტამინებით მდიდარი. ეს პროდუქტებია: ხორცი, თევზი, ღვიძლი, ყველი, ხაჭო, რძე. ეს აუცილებელია, რომ ბავშვმა მიიღოს. გარდა ამისა, ბოსტნეულიდან აუცილებელია ვიტამინები. სტაფილო, ჭარხალი, მწვანილი. ზოგიერთი ვიტამინი აუცილებელია იყოს ცხიმთან ერთად, რომ ორგანიზმში თავისი ფუნქცია შეასრულოს. მაგალითად, თუ სტაფილოს და პომიდორს მივიღებთ ცხიმთან ერთად, მაშინ ორგანიზმში კარგად შეიწოვება.
ასევე მნიშვნელოვანია ძილის ფაქტორი. ძილში ზრდას ხელს უწყობს ჰორმონი -სომატოტროპილი. ამ ჰორმონის 70% გამომუშავდება ღამის საათებში. ამიტომ ის მოსაზრება, რომ ბავშვი იზრდება ღამით - სწორია. თუ ბავშვი კომპიუტერთან ზის ხანგრძლივად, თუ დარღვეული აქვს რეჟიმი, შესაბამისად, ზრდის რეჟიმიც ირღვევა.
ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი: ეს არის ფიზიკური აქტივობა. ფიზიკური აქტივობა არის სომატოტროპილის მასტიმულირებელი ფაქტორი. როცა ადამიანი ფიზიკურად იტვირთება, მათ შორის, გაწელვა-გაჭიმვაზე ვარჯიშებით, ეს საშუალებას გვაძლევს, რომ სტიმული მივცეთ სომატოტროპილის გამომუშავებას.
ეს არის ჯანმრთელი ადამიანისთვის, მაგრამ არსებობს დაავადებები, რომლებიც ძალიან პატარა ასაკიდან არის საყურადღებო. მშობელი როგორც კი შეამჩნევს, რომ ბავშვი ჩამორჩა ზრდას, მაშინვე უნდა მიმართოს ბავშვთა ენდოკრინოლოგს.
იხილეთ სრულად