როგორც იცით, ქეთა თოფურიას ქალიშვილმა თითქმის მთელი ზაფხული საქართველოში გაატარა (იხილეთ ფოტოები). ძირითადად წყნეთში იყო და როგორც ჩანს, იქვე ისწავლა ქართული სიმღერები. ოლივიას "ინსტაგრამზე" გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ის ქართველ მეგობრებთან ერთად "ჭრელო პეპელას" მღერის.
ქეთამ ცოტა ხნის წინ ფოტო გაავრცელა "ინსტაგრამზე". კადრში ქეთასა და ოლივიასთან ერთად მიკროფონიც ჩანს. ფოტოს ასეთი წარწერა აქვს:
"ბავშვები ამ სამყაროში ჩვენი მეშვეობით მოდიან... მაგრამ ისინი არ არიან ჩვენი საკუთრება და ეს ნუ დაგავიწყდებათ. არასდროს ჩაახშოთ ბავშვის ინიციატივა!"
არ არის გამორიცხული, ქეთა ოლივიას სცენისთვისაც ამზადებდეს, თავადაც
ხომ საკმაოდ პატარა ასაკში დაიწყო სასიმღერო მოღვაწეობა.
უყურეთ ვიდეოს