"მა, დღეს შენთან ვრჩები თუ დედასთან?" - ორ სახლს შორის გამოკიდებული ბავშვობა
"მა, დღეს შენთან ვრჩები თუ დედასთან?" - ორ სახლს შორის გამოკიდებული ბავშვობა
მაა, დღეს ისევ შენთან ვრჩები თუ დედასთან?
5 წლის იქნებოდა ან 6-ის. ამ 7 სიტყვით კი თავისი ოჯახის ისტორია მთელ ავტობუსს მოგვიყვა. მას ახალგაზრდა ხმამ უპასუხა, მაგრამ მე უკვე აღარ ვუსმენდი. ახლა მის წარსულში ვმოგზაურობდი. წარმოვიდგინე, როგორ შეუყვარდა ორ გამოუცდელ ბავშვს ერთმანეთი, როგორ გაგიჟდნენ, შეიცვალნენ, გაადამიანურდნენ, საკუთარი სულები ერთმანეთს გაუნაწილეს. დაარწმუნეს ყველა, რომ ცხოვრების სისასტიკეს სიყვარულით სავსე გულებით მოერეოდნენ. მათი ქორწინება ამ გადაწყვეტილების გამართლების მცდელობა იყო. რამდენ ხანს გრძელდება ასეთი სიყვარული? 3 წელი? ჰო, ამბობენ სიყვარული 3 წელი ცოცხლობსო. იმასაც
ამბობენ, ბავშვი ყველაფერს ალაგებსო. თუმცა ეს სხვა ამბის გაგრძელებაა, აქ ბავშვი ყველაფერს ართულებს. თავად ბავშვსაც და ბავშვობის ცნებასაც.

- მა, დღეს რომ შენთან დავრჩე? - გაისმა ისევ.

- შეიძლება, დედას დავურეკოთ. - უთხრა უცხო ემოციით სავსე ხმამ. ნიშნის მოგებით? არა. სიამაყით? არც ეგ. არც გულისწყვეტით და არც პირიქით. იმასაც მივხვდი, არ უნდოდა, თვითონ დაერეკა. ახლა ეს კაცი ლაპარაკსაც ერიდებოდა მასთან, ვინც არცთუ ისე შორეულ წარსულში უყვარდა. ან მე რა ვიცი. ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიაა და იქნებ ისტორია სულ სხვანაირია, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ 5-6 წლის გოგონა ნანგრევებში მოჰყვა, ოჯახის ნანგრევებში. მისთვის უცხოა ერთ ოჯახად შეკრული დედ-მამა.
იმ დღეს მამასთან დარჩა. ხვალ? ზეგ? ერთი წლის შემდეგ? ასე გაიზრდება მისი არაბავშვური ბავშვობაა? ორ სახლს შუა...
ჩასვლისას მზერა მის ზემოთ-ქვემოთ შეკრულ კიკინებზე დავტოვე და გამიღიმა.

მარიამ ელიაშვილი



მამაჩემმა თავისი მეგობარი თავისი ცოდვების გამოსასყიდად გამაცნო

მამაჩემმა თავისი მეგობარი თავისი ცოდვების გამოსასყიდად გამაცნო
კომენტარები (1)
სოფო
ძნელია ნანგრევებში ცხოვრება. დედისთვისაც, მამისთვისაც და ბავშვებისთვისაც.
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
საოცარი მსგავსება, ქართველი სელებრითები და მათი შვილები
20:07 / 18-05-2018
ასე როგორ დაგემსგავსა? შენი ასლია. ალბათ მსგავსი ფრაზა ხშირად გსმენიათ
ისტორიული ფოტოები, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბავშვები არ შეიცვალნენ
15:13 / 10-05-2018
ბავშვები წარსულის ფოტოებიდან საერთოდ არ ჰგვანან თანამედროვე ბავშვებს. მათ აცვიათ, როგორც უფროსებს და არც უამრავი სათამაშო ჰქონიათ.
5 რჩევა, თუ როგორ დავეხმაროთ ბავშვებს ოცნების ახდენაში
10:12 / 30-04-2018
ზოგჯერ მოზარდები ერთი შეხედვით უცნაურ განცხადებებს აკეთებენ და მშობლებისა და გარშემო მყოფების დაცინვის ობიექტები ხდებიან.
ბიონსეს და ჯეი ზის გოგონას პირადი სტილისტი ჰყავს
13:35 / 27-04-2018
ბიონსესა და ჯეი ზის პატარა, საყვარელი გოგონა - ბლუ აივი კარტერი, ჯერ მხოლოდ 6 წლისაა. ის 2012 წელს დაიბადა და მათი პირველი შვილია.
გაკვეთილების შემცირებული დრო და განახლებული სახელმძღვანელოები - რა სიახლეები ელით მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს
16:03 / 11-04-2018
ახალი სასწავლო წლიდან მეორეკლასელი მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესი 5 წუთით შემცირდება - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის თემის“ ეთერში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განაცხადა.
"ბავშვები ადრე ეზოში თამაშობდნენ, ახლა კომპიუტერიდან აღარ დგებიან" – დღევანდელი რეალობა
11:32 / 03-04-2018
არც ისე დიდი ხნის წინ ქუჩაში გახედვისას ხშირად დაინახავდით ეზოში მოთამაშე ბავშვებს.
ქეთა თოფურიას შვილი სკანდალებს უწყობს
21:04 / 30-03-2018
ცოტა ხნის წინ ინტერვიუში ქეთა თოფურიამ სხვა თემებთან ერთად ქალიშვილთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.
მკითხველის წერილი: რატომ არის დღეს ყველაზე ძნელი, იყო მშობელი?
12:22 / 29-03-2018
ეს ჩვენი ერთ-ერთი აქტიური მკითხველის წერილია, რომელიც ალბათ ბევრი ადამიანის სათქმელს გამოხატავს:
რატომ ერევათ ერთმანეთში დედებს შვილების სახელები? პასუხი გაგაოცებთ
11:57 / 29-03-2018
გქონიათ შემთხვევა, რომ ოჯახის წევრის სახელი დაგვიწყებიათ? ან შვილს ეძახით, მაგრამ მისი სახელის ნაცვლად ყველა სხვა სახელი ჩამოთვალეთ? ზოგჯერ დედა უმცროს შვილს უფროსის სახელსაც ეძახის...
„ბიბლუსი შენს სკოლაში“ - როგორ ჩავერთოთ პროექტში, რომელიც კითხვის მოყვარულ, საზრიან ბავშვებს აერთიანებს
11:38 / 28-03-2018
„ბიბლუსი შენს სკოლაში“ წიგნის მაღაზიათა ქსელის, „ბიბლუსის“ მიერ ორგანიზებული პროექტია, რომელიც კომპანიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიგეგმა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი