კომენტარების წაკითხვისას, მას ძალიან გაუკვირდა, რომ არც ერთ დედას არ მოსვლია თავში მსგავსი რამ.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, თუ რატომ ტირის ბავშვი ღამით, - ეს საწოვარაა. მშობლები ყოველ ჯერზე საწოლიდან უნდა ადგნენ და სიბნელეში საწოვარა ეძებონ.
ბრიტანელმა ლორა გერსონმა პრობლემის გენიალური გადაწყვეტა მოიფიქრა.
"გაოცებული ვარ, რომ ჩემმა მეთოდმა ასეთი "ვირუსული" ეფექტი გამოიწვია. მე Facebook-ის მშობლების ჯგუფში იუმორისტული ფოტო დავდე და შედეგად ასობით კომენტარი და მადლობები მივიღე" - ამბობს ლორა.
ხრიკი იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვის საწოლში რამდენიმე საწოვარა უნდა ჩადოთ. როდესაც მძინარე ბავშვს პირიდან საწოვარა გადმოუვარდება, დედა ხელის ერთი გაწვდენით პოულობს მეორეს. ეს საწოვარის ძებნის დროს საგრძნობლად ამცირებს.
წყარო: boredpanda.com
კანფეტი, რომელიც ბავშვს ყელის ტკივილს მოუხსნის