აუხსნა პატარას, თუ როგორ ჩნდება ბავშვი, ბევრი მშობლისთვის რთული ამოცანაა. სათამაშოების ერთ-ერთმა აზიურმა მწარმოებელმა გაბედა და აჩვენა, თუ რა ემართება ორსულ დედიკოს, როდესაც მათი და ან ძმა უნდა გაჩნდეს.
ბრენდმა Mattel-მა ბარბის მსგავსი თოჯინა, სახელად -Mishine, - Amazon.com-ზე წარმოადგინა. სათამაშო 12$-ად იყიდება.
მწარმოებლის განცხადებით, თოჯინის დახმარებით, მშობლები შეძლებენ მარტივად აუხსნან შვილებს, როგორ ჩნდებიან ბავშვები.
30 სმ სიგრძის თოჯინას მუცელში აქვს ხვრელი, სადაც ჩასმულია ჩვილი თოჯინა.
თოჯინის გამოჩენამ მყიდველებში განსხვავებული რეაქციები გამოიწვია. ზოგი მშობელი სათამაშოს ხარისხს იწუნებს და უკმაყოფილოა თოჯინის უცნაური ფორმებით. მათი აზრით, დიდმა მუცელმა, რომელშიც არაპროპორციულად დიდი ბავშვი ზის, ზედმეტად წვრილი ხელ-ფეხის ფონზე, შესაძლოა, ბავშვში არასწორი წარმოდგენა გამოიწვიოს ორსულობის და მშობიარობის პროცესზე.
მშობლების ნაწილი კი წერს, რომ ასეთი სათამაშო ძალიან კარგია ოჯახისთვის, რომელიც მეორე ბავშვის დაბადებას ელის.
წყარო: popsugar.com