სათამაშო გუნდა - ის, რაზეც წლები ოცნებობდით, უკვე ხელმისაწვდომია
სათამაშო გუნდა - ის, რაზეც წლები ოცნებობდით, უკვე ხელმისაწვდომია
"გუნდა, გუნდა, თოვლის გუნდა, მეთამაშოს, ვისაც უნდა..." - ქართული მულტფილმის უკვდავი გმირი გუნდა გამომცემლობა "პალიტა L-მა" გააცოცხლა. ალბათ, არ არსებობს ბავშვი, რომელსაც მულტფილმი "თოვლის გუნდა" უნახავს და ასეთი ქუნქულა გუნდის ქონაზე არ უოცნებია. წლების წინ ეს აუხდენელი ოცნება იყო უამრავი პატარასთვის, ახლა კი ის ყველასთვის ხელმისაწვდომია.

მაღაზიის დახლებზე მალე გამოჩნდება
ფუმფულა სათამაშო გუნდა. "პალიტრა L"-მა გადაწყვიტა მისი 2 სხვადასხვა ზომის შექმნა და მათი ფასი დაახლოებით 15-დან 30 ლარამდე იქნება.

"ჩვენ პატარა მკითხველებს ყოველთვის საინტერესო შეთავაზებებით ვანებივრებთ. ბევრ ახალს ვქმნით, ბევრს უცხოურს ვიღებთ და ვთარგმნით. პარალელურად, ქართველი პერსონაჟების პოპულარიზაციაც გადავწყვიტეთ. გუნდას პროექტის ფარგლებში უკვე გვაქვს გამოცემული არაერთი წიგნი, სასკოლო ნაკრები და თემატური ყუთი. მათ შორის, 10 წიგნი გუნდაზე, რომლებშიც გმირის ისტორიებია მოთხრობილი; ფაზლიანი წიგნი - "გუნდა ცირკში", რბილ ყდაში ჩასმული წიგნი, სახელად "თოვლის გუნდა მეგობარს დაეძებს", ასევე, გუნდას ფორმის წიგნი "თოვლის შვილიშვილი", - განმარტავს "პალიტრა L-ის" პროექტის მენეჯერი ელისო რეხვიაშვილი.

გამომცემლობა გუნდას პერსონაჟთან დაკავშირებული პროდუქტების გამოცემას სამომავლოდაც აპირებს. 15 ნოემბრიდან გავა ქსელში ახალი ნაკრები "დაბადების დღე თოვლის გუნდასთან ერთად". ეს იქნება ყუთი, რომელშიც მოთავსდება წიგნი ისტორიით, თუ როგორ გადაიხადა გუნდამ დაბადების დღე და დაბადების დღის უამრავი აქსესუარი, მათ შორის, კედლისა და მაგიდის გასაფორმებლები. მუშაობა მიდის გუნდას დიზაინის ჭიქაზეც. მომავალი წლიდან გამოვა გუნდას მემო თამაშიც.

"გუნდას პროექტი იმითაც არის გამორჩეული, რომ თითოეული დეტალი ქართველების მიერ იქმნება. თუ საბავშვო წიგნების უმეტესობის შემთხვევაში, ჩვენ გამოცემის უფლებას ვიღებთ და არსებულ პროდუქციას ქართულად ვთარგმნით, ამ შემთხვევაში ყველაფერს ჩვენ ვქმნით. ისტორიებზე მუშაობენ ქართველი საბავშვო ავტორები, წიგნის ან პროდუქტის სპეციფიკას, სტილს, დიზაინსა და ყველა სხვა დეტალს თავად ვამუშავებთ და გამოვცემთ. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროექტია. უამრავ საერთაშორისო გმირთან ერთად, ქართველებს საყვარელი ქართველი პერსონაჟიც ჰყავთ", - განმარტავს ელისო რეხვიაშვილი.
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
 მშობლის "შპარგალკა" - საბავშვო პრობლემები ერთიდან - ათ წლამდე პერიოდში
11:39 / 15-06-2018
საწოლიდან გამოძვრომა2-3 წელითუ ბავშვი ღამღამობით საწოლიდან გამოძვრება ხოლმე და თქვენთან მორბის, თქვენ:
საოცარი მსგავსება, ქართველი სელებრითები და მათი შვილები
20:07 / 18-05-2018
ასე როგორ დაგემსგავსა? შენი ასლია. ალბათ მსგავსი ფრაზა ხშირად გსმენიათ
ისტორიული ფოტოები, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბავშვები არ შეიცვალნენ
15:13 / 10-05-2018
ბავშვები წარსულის ფოტოებიდან საერთოდ არ ჰგვანან თანამედროვე ბავშვებს. მათ აცვიათ, როგორც უფროსებს და არც უამრავი სათამაშო ჰქონიათ.
5 რჩევა, თუ როგორ დავეხმაროთ ბავშვებს ოცნების ახდენაში
10:12 / 30-04-2018
ზოგჯერ მოზარდები ერთი შეხედვით უცნაურ განცხადებებს აკეთებენ და მშობლებისა და გარშემო მყოფების დაცინვის ობიექტები ხდებიან.
ბიონსეს და ჯეი ზის გოგონას პირადი სტილისტი ჰყავს
13:35 / 27-04-2018
ბიონსესა და ჯეი ზის პატარა, საყვარელი გოგონა - ბლუ აივი კარტერი, ჯერ მხოლოდ 6 წლისაა. ის 2012 წელს დაიბადა და მათი პირველი შვილია.
გაკვეთილების შემცირებული დრო და განახლებული სახელმძღვანელოები - რა სიახლეები ელით მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს
16:03 / 11-04-2018
ახალი სასწავლო წლიდან მეორეკლასელი მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესი 5 წუთით შემცირდება - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის თემის“ ეთერში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განაცხადა.
"ბავშვები ადრე ეზოში თამაშობდნენ, ახლა კომპიუტერიდან აღარ დგებიან" – დღევანდელი რეალობა
11:32 / 03-04-2018
არც ისე დიდი ხნის წინ ქუჩაში გახედვისას ხშირად დაინახავდით ეზოში მოთამაშე ბავშვებს.
ქეთა თოფურიას შვილი სკანდალებს უწყობს
21:04 / 30-03-2018
ცოტა ხნის წინ ინტერვიუში ქეთა თოფურიამ სხვა თემებთან ერთად ქალიშვილთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.
მკითხველის წერილი: რატომ არის დღეს ყველაზე ძნელი, იყო მშობელი?
12:22 / 29-03-2018
ეს ჩვენი ერთ-ერთი აქტიური მკითხველის წერილია, რომელიც ალბათ ბევრი ადამიანის სათქმელს გამოხატავს:
რატომ ერევათ ერთმანეთში დედებს შვილების სახელები? პასუხი გაგაოცებთ
11:57 / 29-03-2018
გქონიათ შემთხვევა, რომ ოჯახის წევრის სახელი დაგვიწყებიათ? ან შვილს ეძახით, მაგრამ მისი სახელის ნაცვლად ყველა სხვა სახელი ჩამოთვალეთ? ზოგჯერ დედა უმცროს შვილს უფროსის სახელსაც ეძახის...
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31