"ჩვეულებრივ ვზრდით და არ ვათამამებთ ბავშვებს..."
"ჩვეულებრივ ვზრდით და არ ვათამამებთ ბავშვებს..."
ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის წყვილი ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მათ ოჯახს ბევრი სამაგალითოდ მიიჩნევს და არც კომენტარებს იშურებენ მათთან დაკავშირებული თემების განხილვისას. თუმცა ანუკი და კახი პირად თემებზე ინტერვიუებით დიდად არ ანებივრებენ მედიასაშუალებებს.

ამიტომ ვიფიქრეთ, საინტერესო იქნებოდა თქვენთვის ეს ინტერვიუ, სადაც წყვილი საკუთარ ოჯახსა და შვილებზე საუბრობს. მართალია, ინტერვიუ
მათ საარჩევნო ბუკლეტში გამოქვეყნდა, თუმცა ცოლ-ქმარმა თავიანთი ოჯახური ცხოვრების საკმაოდ საინტერესო დეტალები გაახმაურა.

კახა:
- ახლა რომ ჰკითხო ჩემს შვილებს, ყველას ფეხბურთელობა უნდა (იღიმება), მაგრამ ხომ იცით, როგორ იცვლება ჩვენი ოცნებები. პროფესიას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ნამდვილ, კარგ ადამიანებად გაიზარდონ, საკუთარ ქვეყანას და ხალხს გამოადგნენ. მე ვიცი, რა არის გაჭირვება, რთული წლები... ვიცი, რას ნიშნავს, როცა არ შეგიძლია გქონდეს ის, რაც გსურს; რას ნიშნავს, იშრომო და იბრძოლო შენი ოცნებების ასრულებისთვის.
ამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, ამიტომ ჩვეულებრივად ვზრდით და არ ვათამამებთ ბავშვებს. უნდა ესმოდეთ, რომ ყველაფერი არ შეიძლება მიიღო, მით უმეტეს, დამსახურების გარეშე.

- ხშირად ეუბნებით "არას"?

ანუკი:

- ძალიან ხშირად და თან მათ საკმაოდ მკაცრი რეჟიმი აქვთ, 8 საათზე უკვე დასაძინებლად მიდიან, რომ მეორე დღისთვის დასვენებულები წავიდნენ სკოლაში.

კახა:
- ძალიან დაკავებული ვარ და ბავშვებთან ერთად, ძირითადად, შაბათ-კვირას ვატარებ. ამიტომაც შედარებით დამყოლი ვარ, მიჭირს მათთვის უარის თქმა ან გაბრაზება - არ მინდა, ერთად ყოფნის ის მცირე დროც ნაწყენები იყვნენ რამეზე, თუმცა, ცხადია, განსაზღვრულ წესებს ხშირად არ ვარღვევთ.

ანუკი:
- როცა დასასვენებლად მივდივართ, შეგნებულად არ მიგვაქვს გასართობი ნივთები. ეს მათ უბიძგებთ, რაღაცები გამოიგონონ, ითამაშონ იმით, რასაც ადგილზე მიაგნებენ... სანაპიროზე მოგროვებული ნიჟარებით, კენჭებით და ა.შ.
როცა ბევრი სათამაშო არ აქვთ, ფანტაზია გაცილებით მეტადაა ჩართული და საოცარ რაღაცებს აკეთებენ. მე გაცილებით უფრო მკაცრი ვარ, რადგან ბავშვებთან მეტ დროს ვატარებ, მაგრამ კახას ერთი გამოხედვა საკმარისია მათ გასაჩერებლად. საერთოდ, კახა ხმას არასოდეს უწევს. რაღაც საოცარი უნდა მოხდეს, რომ იჩხუბოს (იცინის).

- თქვენ ძალიან ბევრი იშრომეთ, რომ წარმატებისთვის მიგეღწიათ. თქვენს შვილებს თქვენთან შედარებით უკეთესი სასტარტო პირობები აქვთ. რას აკეთებთ იმისთვის, რომ მათ ეს არ მიიღონ, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა?

კახა:
- ის, რომ ისინი ჩემი შვილები არიან, სულაც არ ნიშნავს, რომ გარანტირებულად წარმატებულები იქნებიან. რა თქმა უნდა, ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილები მასზე უკეთესები, ბედნიერები და წარმატებულები იყვნენ და ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. მთავარია, მათ ჰქონდეთ მიზანი და იცოდნენ, რომ მიზნის მისაღწევად ძალიან ბევრი შრომაა საჭირო.

მე ძალიან მადლიერი ვარ ჩემი მშობლების, რომ ეს მასწავლეს. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, ფრიადოსანი ვიყავი, ეს მთლიანად დედაჩემის დამსახურებააა - ძალიან დიდ ყურადღებას მითმობდა და ყველა საგანში მამეცადინებდა. არ გვქონდა საშუალება, მასწავლებლები დაგვექირავებინა. მე ვიცოდი, რომ ჩემით უნდა მესწავლა. ამას არასოდეს დავუვიწყებ ჩემს მშობლებს. 

მამაჩემს უნდა ვუმადლოდე ჩემს სპორტულ კარიერას. მან მასწავლა, რომ თუ მიზნის მიღწევა გსურს, ძალიან ბევრ რამეზე უნდა თქვა უარი და იშრომო თავდაუზოგავად. განსაკუთრებით, ეს თინეიჯერობის პერიოდშია რთული, როცა ყველას გართობა უნდა და მუშაობა - არა (იღიმება).
მაგრამ ოჯახის და გარკვეული გარემოებების დამსახურებით, მე ეს პერიოდი გავიარე. ჩვენ ვიცით მაგალითები ძალიან ნიჭიერი ადამიანებისა, რომლებიც დაიკარგნენ სწორედ იმიტომ, რომ ცდუნებებს ვერ გაუძლეს. ამაზე ხშირად ველაპარაკები ჩემს უფროს შვილს და, ზოგადად, ყველა ახალგაზრდას, ვისთანაც შეხება მაქვს. მინდა ჩემმა შვილებმა იცოდნენ, რას ნიშნავს მონდომება და შრომა და რომ ამის გარეშე არაფერი გამოვა.
როცა პირველად კიევში მოვხვდი, ურთულესი ვარჯიშები მქონდა. ძალიან ძნელი იყო ფიზიკურად ამ ტემპის გაძლება, მაგრამ არ დავნებდი და ბოლოს ფიზიკურად ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომზადებული მოთამაშე ვიყავი.

ანუკი:
- კახას პასუხისმგებლობის საოცარი გრძნობა აქვს, არც ერთი ვარჯიში არ გაუცდენია.
ერთხელ მილანში, მახსოვს, მთელი ღამე ძალიან მაღალი სიცხე ჰქონდა. არც მიფიქრია, რომ ამ მდგომარეობაში ვარჯიშზე წავიდოდა, მაგრამ დილას ადგა, ჩაიცვა და მაინც წავიდა.
განაგრძეთ კითხვა

კომენტარები (1)
მანანა
მიყვარს ეს წყვილი. წარმატებები!!!!

ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
 მშობლის "შპარგალკა" - საბავშვო პრობლემები ერთიდან - ათ წლამდე პერიოდში
11:39 / 15-06-2018
საწოლიდან გამოძვრომა2-3 წელითუ ბავშვი ღამღამობით საწოლიდან გამოძვრება ხოლმე და თქვენთან მორბის, თქვენ:
საოცარი მსგავსება, ქართველი სელებრითები და მათი შვილები
20:07 / 18-05-2018
ასე როგორ დაგემსგავსა? შენი ასლია. ალბათ მსგავსი ფრაზა ხშირად გსმენიათ
ისტორიული ფოტოები, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბავშვები არ შეიცვალნენ
15:13 / 10-05-2018
ბავშვები წარსულის ფოტოებიდან საერთოდ არ ჰგვანან თანამედროვე ბავშვებს. მათ აცვიათ, როგორც უფროსებს და არც უამრავი სათამაშო ჰქონიათ.
5 რჩევა, თუ როგორ დავეხმაროთ ბავშვებს ოცნების ახდენაში
10:12 / 30-04-2018
ზოგჯერ მოზარდები ერთი შეხედვით უცნაურ განცხადებებს აკეთებენ და მშობლებისა და გარშემო მყოფების დაცინვის ობიექტები ხდებიან.
ბიონსეს და ჯეი ზის გოგონას პირადი სტილისტი ჰყავს
13:35 / 27-04-2018
ბიონსესა და ჯეი ზის პატარა, საყვარელი გოგონა - ბლუ აივი კარტერი, ჯერ მხოლოდ 6 წლისაა. ის 2012 წელს დაიბადა და მათი პირველი შვილია.
გაკვეთილების შემცირებული დრო და განახლებული სახელმძღვანელოები - რა სიახლეები ელით მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს
16:03 / 11-04-2018
ახალი სასწავლო წლიდან მეორეკლასელი მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესი 5 წუთით შემცირდება - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის თემის“ ეთერში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განაცხადა.
"ბავშვები ადრე ეზოში თამაშობდნენ, ახლა კომპიუტერიდან აღარ დგებიან" – დღევანდელი რეალობა
11:32 / 03-04-2018
არც ისე დიდი ხნის წინ ქუჩაში გახედვისას ხშირად დაინახავდით ეზოში მოთამაშე ბავშვებს.
ქეთა თოფურიას შვილი სკანდალებს უწყობს
21:04 / 30-03-2018
ცოტა ხნის წინ ინტერვიუში ქეთა თოფურიამ სხვა თემებთან ერთად ქალიშვილთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.
მკითხველის წერილი: რატომ არის დღეს ყველაზე ძნელი, იყო მშობელი?
12:22 / 29-03-2018
ეს ჩვენი ერთ-ერთი აქტიური მკითხველის წერილია, რომელიც ალბათ ბევრი ადამიანის სათქმელს გამოხატავს:
რატომ ერევათ ერთმანეთში დედებს შვილების სახელები? პასუხი გაგაოცებთ
11:57 / 29-03-2018
გქონიათ შემთხვევა, რომ ოჯახის წევრის სახელი დაგვიწყებიათ? ან შვილს ეძახით, მაგრამ მისი სახელის ნაცვლად ყველა სხვა სახელი ჩამოთვალეთ? ზოგჯერ დედა უმცროს შვილს უფროსის სახელსაც ეძახის...
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31