"სერვისების განვითარების სააგენტოს" ინფორმაციით, 2017 წელს თბილისში 3 550 ბიჭი და 3 303 გოგო დაიბადა. ორივე სქესში ნაკლებად გავრცელებულ სახელებს შორის უცხოური ჭარბობდა, მაგალითად, ბიჭებში აზიზი, აღბუღა, ალიმი, ბაიბალა, ალბერტი, დანი, გენო, გიკა და დომენიკი.
ქართული იშვიათი სახელებიდან კი ბათუ, დევი, დუდუ, ელგუჯა, თეოდორი, ნერსე, სვიმეონი და შეთე გამოირჩეოდა.
რაც შეეხებათ გოგონებს, თბილისში დაბადებულებიდან თითო-თითო ბავშვს ათანასია, ალესანრა, ანე, ბეატა, გოგოლა, ევდოკია, კრავაი, ბეატა, დაკო, თინი, მატა, თამი, ცაბუ, მეა, რაია, ლილეანა და ნილა დაარქვეს.
allnews.ge გთავაზობთ იშვიათ სახელებს რეგიონების მიხედვითაც. მაგალითად, კახეთის რეგიონში წელს სულ 1269 ბიჭი და 1162 გოგო დაიბადა. ბიჭების ყველაზე ნაკლებად გავრცელებული სახელების ჩამონათვალი კი ასეთია: ალავერდი, არბი, ბესი, გლახო, ვალი, თოლგა, ეტრო, ფელიქსი, შამილი, შმაგი და ხვიჩა. გოგონებში კი – ანარა, ბაბალე, აფსანა, ბაბილინა, ბანუ, გაბილა, ესთერი, თეონიტა, მარისაბელი, ნანიტა, ნენე და სევდა.
რაც შეეხება მცხეთა-მთიანეთს, აქ თითო-თითო ბიჭს წლის დასაწყისიდან დღემდე არსენა, დაუთი, მარკოზი, ნარიმანი, როსტომი, უსეინი და შიო დაარქვეს, ხოლო თითო-თითო გოგონას – მედინა, მზექალა და სიდონია.
ქვემო და შიდა ქართლიც იშვიათი სახელების სიმრავლით გამოირჩევა. მაგალითად, ბიჭების ნაწილს აქ გაგარინი, გაბრილი, გირშელი, გუმა, ზიადი, კულუ, ლევონი, მაკარი, მარატი, რენატი, ფირუზი, გურიკა, ეძიკა და ონო დაარქვეს. გოგონების ნაწილის სახელები კი ასე ჟღერს: დარია, დინარა, თალი, კესანე, ლალა, რენა, რიმა, როზა, სამაია, სონია, ცისია, ელიანურა, მარიზა, მინა, მინე, ნაიკო, ნიკე და უნა.
იშვიათი სახელებით დასავლეთ საქართველოც გამოირჩევა. წაიკითხეთ სრულად allnews.ge-ზე...