ავტოსახელოსნოში ქალბატონმა მანქანა შესაკეთებლად მიიყვანა.
ხელოსანი საშინელმა ხმებმა გააოცა, რომელის მანქანის საბარგულში მოისმოდა. მამაკაცი გაოგნდა, როცა მანქანაში ორი წლის ბავშვი აღმოაჩინა. საბარგულიდან საშინელი სუნი ამოდიოდა, ბავშვი საკუთარ ექსკრემენტებში იწვა.
საფრანგეთის ქალაქ ტიულის სასამართლოს წინაშე პორტუგალიური წარმოშობის, საფრანგეთში მცხოვრები 50 წლის ქალი, როზა მარია კრუზი წარდგა. მას ბრალად ედება შვილის დაბადების დაფარვა, რომელიც ელემენტარულ კვებისა და მოვლას გარეშე ჰყავდა მიგდებული.
სასამართლომ ქალი ბავშვზე სისტემატიურ ზეწოლაში დაადანაშაულა, რამაც ბავშვის ინვალიდობა გამოიწვია. როზა მარია კრუზს სასამართლომ 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
მარია საყვარელ მამაკაცსა და სამ თინეიჯერ შვილთან ერთად ცხოვრობდა. მათვე უმალავდა მეოთხე მშობიარობას, შვილის გაჩენას და მისი მოვლის ამბავს. როგორც გაირკვა, გოგონა დედისთვის არასასურველი შვილი იყო, ფეხმძიმობის შესახებ გვიან გაიგო, როცა აბორტის გაკეთება შეუძლებელი აღმოჩნდა, ქალმა ბავშვი ოჯახის წევრებისგან ფარულად გააჩინა და ორ წლამდე მანქანის საბარგულში მალავდა.
საინტერესო ისაა, რომ მექანიქოსი, რომელიც მანქანის მფლობელს ელოდებოდა, შეშლილს ჰგავდა აღმოჩენით. თავად ქალი, კი რომელიც ბავშვის დედა აღმოჩნდა, მშვიდად ისმენდა მომხდარის შესახებ და არც აღელდა და რაიმე რეაქცია ჰქონდა, როცა მექანიკოსმა საბარგულში მყოფი ბავშვი აჩვენა.
ჩნდება კითხვა, როგორ სარგებლობდნენ კრუზის ოჯახის წევრები მანქანით, რომელიც საბარგულიდან საშინელ სუნს აფრქვევდა და სადაც ბავშვი "ცხოვრობდა". ამ კითხვაზე კრუზმა განაცხადა, რომ ხანდახან მას ბავშვის სარდაფში დამალვა უწევდა. რეგულარულმა უჭმელობამ გოგონაში განვითარების შეფერხება გამოიწვია. ფიზიკური განუვითარებლობა კი ისე შეუფერხდა, რომ ინვალიდად დარჩა.
როზა მარია კრუზმა გოგონა 2011 წელს გააჩინა და მას სერენა დაარქვა. ქალის მეზობლები გაოცებულები იყვნენ, როცა ჟურნალისტებისგან მომხდარის შესახებ გაიგეს. მათ ვერც ფეხმძიმობა შეამჩნიეს დედას და ვერც შვილის გაჩენა, მიუხედავდა იმისა, რომ რეგულარულად ურთიერთობდნენ მასთან. ხოლო ის ფაქტი, როგორ ექცეოდა დედა ჩვილს მათთვის შოკისმომგვრელი იყო.