ბლოგი
ანჟელა დევისი - ქალი, რომელიც ყველაზე საშიში დამნაშავეების სიაში მოხვდა
ანჟელა დევისი - ქალი, რომელიც ყველაზე საშიში დამნაშავეების სიაში მოხვდა
ბავშვობაში, როცა ვინმე თმას გაიჩეჩავდა, ხშირად გაიგონებდით ფრაზას: "რა ანჟელა დევისივით ხარ", "ვა, ანჟელა" და ა.შ. დღეს ცოტამ თუ იცის, ვინ იყო ეს ქალი, რომლის სახელიც ფრაზად დარჩა...
ანჟელა ივონა დევისი 1944 წლის 26 იანვარს დაიბადა. ამ პერიოდში სამშობიაროს ფასადზე გამოკრული აბრა: "მხოლოდ თეთრკანიანებისთვის" ნორმა იყო. მის აფროამერიკულ ოჯახში იცოდნენ,
რას ნიშნავს, იყო მეორეხარისხოვანი ადამიანი. თუმცა, მიუხედავად ამ დახარისხებისა, დევისმა კარგი განათლება მიიღო. სკოლაში ფრიადოსანი იყო. შემდეგ კი უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც კურსზე მხოლოდ სამი შავკანიანი სწავლობდა. იგი სოციალიზმითა და კომუნიზმით იყო გატაცებული. 1963 წელს, 19 წლის ანჟელა ევროპაში გაემგზავრა. სწავლობდა გერმანიასა და საფრანგეთში. მაგრამ მარტინ ლუთერ კინგის მოკვლის შემდეგ, 1968 წელს ანჟელა აშშ-ში დაბრუნდა. კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანდა და კალიფორნიის უნიერსიტეტშიც დაიწყო მუშაობა, მაგრამ რონალდ რეიგანის (მაშინ ის შტატის გუბერნატორი იყო) პირადი ბრძანების თანახმად, იგი სამსახურიდან გააგდეს.

ანჟელა დევისი
ანჟელას ქცევა უფრო რადიკალური გახდა, როდესაც "შავი პანტერის" (როგორც ამბობდნენ, ამ კლანში მისი ძმაც იყო გაწევრიანებული და იგი ერთ-ერთი უსიამოვნების დროს მოკლეს) აქტივისტს, ჯორჯ ჯექსონს დაუმეგობრდა. მამაკაცი პოლიციაზე თავდასხმისთვის დააკავეს და დევისმა შეყვარებულის გათავისუფლება განიზრახა. მან იყიდა იარაღი და ჯორჯის უმცროს ძმას, 17 წლის ბიჭს მისცა, რომელიც სასამართლოს დარბაზში შეიჭრა. უმცროსი ჯექსონი ადგილზე მოკლეს, ანჟელა კი შეთქმულებაში დაადანაშაულეს და ძიების ფედერალური ბიუროს ყველაზე საშიში დამნაშავეების სიაში შეიყვანეს. თავად ჯორჯი ცოტა ხანში ციხეში გარდაიცვალა, ვითომ დაცვასთან შეხლა-შემოხლის შემდეგ.

ანჟელა დევისი
დევისი ორი თვის განმავლობაში ემალებოდა სამართალდამცველებს. თუმცა, როცა პოლიციამ დააკავა, ციხეში 18 თვის გატარება მოუწია. აქაც არ გაჩერებულა უსაქმოდ და გაღატაკებული მსჯავრდებულებისთვის თანხის შეგროვებასა და მათი უფლებების დაცვას მიჰყო ხელი.

ანჟელა დევისი
მილიონობით კომუნისტი, მათ შორის, თეთრკანიანები, გამოვიდნენ მის მხარდასაჭერად. სამართალდამცველებმა მისი უდანაშაულობა აღიარეს (საქმე იმაშია, რომ მას მკვლელების თანამზრახველად მიიჩნევდნენ, რადგან იარაღი, რომლითაც სამართალდამცველს დაესხნენ, მის სახელზე იყო ნაყიდი). უდანაშაულო სახელის აღდგენის შემდეგ ანჟელა ტურნეში გაემგზავრა, სადაც ადამიანის უფლებადამცველს ძვირფას შეხვედრას უწყობდნენ, მათ შორის, საბჭოთა კავშირშიც. აქ ანჟელა ქვეყნის უმაღლეს პირებსაც კი შეხვდა.

ანჟელა დევისი
1997 წელს ანჟელა ლესბოსელად შერაცხეს. მისი მფარველობის ქვეშ ძირითადად კანონის მიერ დაკავებული ქალები არიან. ის მუდმივად იმარჯვებდა ჰომოფობიისა და სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ. ახლა ანჟელა კალიფორნიის უნივერსიტეტში გონიერების განვითარების ისტორიასა და ფემინისტურ კვლევას ასწავლის.


ანჟელა დევისს სიმღერები მიუძღვნეს: ჯონ ლენონმა Angela, ალბომიდან Some Time in New York City; The Rolling Stones-მა სინგლი Sweet Black Angel. მასზე სიმღერა Angela შეასრულა ცნობილმა ფრანგმა ჩოგბურთელმა და პოპ-სოულ მომღერალმა იანნიკ ნოამ. არსებობს შოკოლადის რეცეპტიც: "ანჟელა დევისი".

სტატია მომზადებულია woman.ru-ს, wikipedia-სა და aif.ru-ს წყაროების მიხედვით
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ნია
მთელი სანათესაო ანჯელა დევისს მეძახდა. ბავშვობაში საშინლად ხვეული თმა მქონდა და ვერ მვარცხნიდა დედა ვწიოდი და ვკიოდი დავდიოდი სუთა მაგრამ გაბურძგნული საოცრად ლამაზი პატარა და ნათესავების სიხარული ვიყავი რაც მართალია...მერე დავივარცხნე, თმები დავილაგე და გავხდი ნია გრუზინსკაია მათთვის :)))))
11:37 / 13-11-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30