ბლოგი
რა გამოვიწერე, რა ჩამოვიდა
რა გამოვიწერე, რა ჩამოვიდა
“მე არც ისე მდიდარი ვარ, რომ იაფფასიანი პროდუქცია ვიყიდო” - ამ გამონათქვამის სიზუსტეში თავად დავრწმუნდი, როდესაც ერთ-ერთ ონლაინსაიტზე „ნიუ ბალანსის“ ფირმის სპორტული ფეხსაცმელი ძალზე საეჭვო ფასად შევიძინე.
ფასდაკლების პროცენტი იმდენად დიდი იყო, რომ ბევრი აღარ მიფიქრია, არც საიტის სანდოობის გამოძიება დამიწყია, ავდექი და გამოვიწერე იმის შიშით, რომ დიდი ალბათობით, პროდუქცია
მალე ამოიწურებოდა და დავრჩებოდი ფეხშიშველი.
მგონი, მართლა ჯობდა, ფეხშიშველს მევლო, ვიდრე ეს საშინელი პატენტი ჩამეცვა. სამკვირიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, ჩამოვიდა ჩემი ამანათი. მის ასაღებად გახარებული გავვარდი და სახლამდე ვეღარ გავძელი, სამარშრუტო ტაქსიშივე გავბდღვენი საშვილიშვილოდ „დასკოჩილი“ ყუთი.

აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის ვიგრძენი ასეთი იმედგაცრუება. ჩემ მიერ შეძენილ სპორტულ ფეხსაცმელს იმაზე ნაკლები საერთო ჰქონდა საიტზე ჩასმულ ფოტოსთან, ვიდრე ჩემს მეზობელ ცოლ-ქმარს აქვს ერთმანეთთან. არც ფერი დაემთხვა, არც ხარისხი, მხოლოდ უშნოდ მიკერებული ლათინური ანბანის ასო - N ჰგავდა N-ს.

რა თქმა უნდა, დაახლოებით ერთ თვეში დაკარგა ფორმა და ისე დაიბრიცა, როგორც კუზიანი დედაბერი ჩემი ბავშვობის ზღაპრებიდან. ნაკერებიდან, თითქოს არსაიდან, უცბად ძაფები ამოძვრებოდნენ ხოლმე. ფერიც მალე გახუნდა, ჩემი new balance-ები Old-ს დაემსგავსა.

რა გამოვიწერე და რა ჩამომივიდა - მოკლედ, ამ სახალისო, სოციალურ ქსელებში აგორებულ თემას მეც შევუერთდი.

საბედნიეროდ, ძალზე პოზიტიური ადამიანი ვარ და არ მჩვევია წარუმატებლობაზე მოთქმა-გოდება. სამწუხარო მოცემულობას შევეგუე. რაც მოხდა, მოხდა. სამაგიეროდ, ჭკუა ვისწავლე და გაურკვეველ საიტებს აღარასოდეს ვენდობი.
„ნიუ ბალანსის“ „ბოტასებზე“ ფასებმა საგრძნობლად დაიკლო, ხოლო ორი ფეხსაცმლის ყიდვის შემთხვევაში ფასი საერთოდ ნახევრდებოდა და საბოლოო ჯამში, ისეთი „სეილი“ მივიღე, როგორზეც ვერც ვიოცნებებდი.

არც ლოდინი დამჭირვებია კვირაობით და აღარც იმედგაცრუება განმიცდია. უმაღლესი ხარისხის სპორტული ფეხსაცმლით ფეხდამშვენებული, ბედნიერი და კმაყოფილი წამოვედი სახლში.


რაც იყო, იყო. ამ ბლოგს იმიტომ ვწერ, რომ მსგავსი შეცდომა სხვამაც არ დაუშვას. და თუ სახლიდან გასვლა გეზარებათ, საიტზე - paradisi.ge შეგიძლიათ ფეხსაცმელი ონლაინ შეიძინოთ.

ახლა ჩემს ფეხებს „ნიუ ბალანსის“ ორიგინალი სპორტული ფეხსაცმელი ამშვენებს. უზომოდ კომფორტული და ლამაზი. სხვათა შორის, სტივ ჯობსიც უპირატესობას სწორედ ამ ბრენდის ფეხსაცმელს ანიჭებდა.



ჩემი თუ არ გჯერათ, სტივს მაინც დაუჯერეთ...

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 5 /
მიმ
ებაი ამაზონი აქედაბ უნდა გამოგეწერა და არა იმ სატიდან საიდანაც გამოიწერე ორიგინალი საიყები არის ებაი ამაზონი ათასაჯერ მაქვს გამოწერილი ამ საიტებიდან და ყოველთვის უკეთესად გამოიყურებოდა ვიდრწ ფოტოზე და ხარისხიც მაღალი რათმაუნდა
21:20 / 08-09-2018
გამოხმაურება / 0 /
პაატა
გასაგებია რომ უამრავი სტუდენტია, სკოლის მოსწავლე, რომელთა მშობლებიც სამწუხაროდ ხელმომჭირნედ ცხოვრობენ და ორიგინალი ფეხსაცმელის ყიდვა არ შეუძლიათ. ნაგავის ყიდვას საერთოდ ჯობია არ იყიდოთ! გარდა იმისა, რომ დარჩებით იმედგაცრუებული, ამ ნაგავშიც საკმაოდ გახდევინებენ. არის უამრავი საიტი, სადაც თუ ნიუ ბალანსს ვერ შეწვდებით, სხვა შედარებით ახალი, დამწყები ფირმების პროდუქცია დევს საკმაოდ იაფად. ასევე ხშირადაა საკმაოდ ცნობილ ბრენდებზე ფასდაკლებები, შეიძლება ნამდვილი ადიდასის ბოტასი 35 -40 დოლარად იყიდოთ. რატომ უნდა მოატყებინოთ თავი და იყიდოთ ტაობასა და ალიექსპრეზე ნაყიდი ნაგავი? :)
16:27 / 04-09-2018
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30