თეთრ რაშზე... კი არა და, თეთრლიმუზინიან პრინცზე ვინ არ ოცნებობს? ყველა გოგონას ერთხელ მაინც დასიზმრებია და წარმოუდგენია თავი კონკიად, თუმცა ეს მხოლოდ ზღაპრული ჯადოსნობა გვგონია.
არადა, ვინ იცის... ჩვენს დროში ხომ მართლაც არსებობს 6 უცოლო პრინცი:
1. ლიხტენშტეინის პრინცი ვენზესლაუსი
წლების წინ პრინცის გული ადრიანა ლიმამ დაიპყრო. წყვილი გაზეთ "ნიუ იორკ პოსტის" გვერდებზე იმდენჯერ მოხვდა, რომ პრინცს რედაქტორები გაუთამამდნენ და კნინობითი სახელით, "ვენზით" მოიხსენიებდნენ.
43 წლის ვენზელაუსზე ახლაც ბევრი ჭორი დადის, თუმცა ფაქტია, ის ცხოვრების თანამგზავრს დღემდე ეძებს.
2. იორდანიიის პრინცი ჰუსეინ ბინ აბდულა
მეფე აბდულას 23 წლის ვაჟი და დედოფალი რაინა ზღაპრებიდან გადმომხტარ პერსონაჟებს სულაც არ ჰგვანან. ისინი აქტიურად იყენებენ "ინსტაგრამსაც" და ხალხშიც ხშირად ჩნდებიან. გასაკვირი არაა, მათი FOLLOWER-ების რიცხვი 1.1 მილიონს რომ აღემატება. თუ პრინცის "ინსტაგრამით" ვიმსჯელებთ, მას ძალიან უყვარს ფეხბურთი. ჰუსეინი, როგორც მამის და ტახტის მემკვიდრე, ერთ დღესაც მეფე გახდება.
3. დუბაის შეიხი ჰამდან ბინ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტოუმი
ჰო, სახელის დამახსოვრება თავიდან გაგიჭირდებათ. როგორც ამბობენ, შეიხი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნებაა. მისი ინტერესებია ნადირობა, ღრმა ყვინთაობა, ველოსიპედით სეირნობა და თქვენ წარმოიდგინეთ,პოეზიაც კი!
მაკტოუმის მოძებნა ძალიან მარტივია, იგი ერთ ნაბიჯსაც არ დგამს "ინსტაგრამზე" დაპოსტვის გარეშე. შეიხს, რომელსაც 6 მილიონამდე მიმდევარი ჰყავს, "ინსტაგრამის" მეფედაც კი მოიხსენიებენ.
4 . ლუქსემბურგის პრინცი სებასტიანი
მისი სამეფო სახელი ასე ჟღერს - ლუქსემბურგის, ნასაუს და ბურბონ-პარმას პრინცი სებასტიან ჰენრი მარიე გიულიამი.
25 წლის ოფიცერი ძმებს შორის ყველაზე უმცროსია, რაც იმას ნიშნავს, რომ სებასტიანი მომავალი მეფე არაა, თუმცა უკეთესიცაა, რადგან მას მეტი დრო ექნება მეორე ნახევრისა და თავისი ინტერესებისთვის. მისი ჰობია ცურვა, რაგბი, თხილამურები. როგორც ცნობილია, სებასტიანი ამჯერად მოგზაურობს და ახალი კულტურების აღმოჩენითაა დაკავებული.
ფოტოზე მის გვერდით პრინცესა ალექსანდრაა.
5. პრინცი ჯინ ქრისტოფ ნაპოლეონ ბონაპარტე
მართალია, მე-18 საუკუნეში საფრანგეთში მონარქია გაუქმდა, მაგრამ ზოგიერთი ერი დღემდე აღიარებს მათ და ფაქტობრივად, 31 წლის ქრისტოფი მომავალი იმპერატორია!
ფოტოზე იგი თავის მამასთან, პრინც ჩარლზ ბონაპარტესთან ერთადაა, რომელიც ცნობილი მოსახელის ძმის შვილის პირდაპირი შთამომავალია.
მემი მემორი